Microsoft-მა ჭკვიანი დინამიკის გამოშვება გადაწყვიტა

664

Microsoft-მა გადაწყვიტა კონკურენცია გაუწიოს Amazon-ის Echo-ს, თუმცა ტექნიკური დეტალები ჯერ არ გამოუქვეყნებია. რეკლამიდან ცნობილი გახდა, რომ მოწყობილობას Harman Kardon შექმნის და ის Cortana-სთან კავშირს უზრუნველყოფს. დინამკიკი ძალიან გავს Amaon Echo-ს მაგრამ მის ზედა ნაწილზე ეკრანია განთავსებული სადაც ასისტენტის სამომხმარებლო ინტერფეისი გამოისახება.

Microsoft-ს აქამდეც ქონდა გაცხადებული, რომ Cortana მალე გამოვიდოდა სხვა და სხვა მოწყობილობეზე და მისი მუშაობისთვის აუცილებელი კომპონენტი ეკრანი იქნებოდა. კომპანიამ ასევე თქვა, რომ Cortana იმუშავებს მაცივრებზე, ტოსტერებზე და თერმოსტატებზე მაგრამ როგორც ჩანს Harman Kardon-ის დინამიკი პირველი იქნება მათ შორის. Harman Kardon-ს არ დაუანონსებია პროდუქტის ღირებულება და გამოსვლის თარიღი თუმცა მისი გამოშვება 2017 წელს იგეგმება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here