Chrome-ის უახლეს ვერსიაში, რომელიც გასულ კვირას გამოვიდა Google გადავიდა HTML5-ის გამოყენებაზე ნაგულისხმევ ფლეერად. კომპანია Microsoft-მა კი Apple, Google და Mozilla-ს კვალდაკვალ აპირებს Flash-ის მხარდაჭერის გამორთვას თავის საფირმო Edge ბრაუზერში. ამ განახლებას პირველ რიგში მიიღებენ Windows Insider პროგრამის მონაწილეები, ხოლო Windows 10 Creators Update-ში ეს განახლება უკვე შესული იქნება.

Flash კონტენტის შემცველი საიტის გახსნისას, მომხმარებელი მიიღებს არჩევანს სადაც გადაწყვეტს ერთჯერადად თუ მუდმივად დაუშვას ფლეშ-კონტენტის გაშვება. შეგახსენებთ, რომ Flash-ის შემცველი საიტები არ არის უსაფრთხო და ამიტომაც კომპანიები მასზე უარს ამბობენ უფრო დაცული HTML5 ტექნოლოგიის სასარგებლოდ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here