Apple Watch-ის 3.1.1 განახლების დაყენება უკვე შეუძლებელია და ეს იმიტომ, რომ ბოლო განახლებამ გარკვეული რაოდენობის Series 2 მოწყობილობები გამოიყვანა მწყობრიდან. პირველი რაც უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში თუ თქვენი საათი გაიჭედა ეს არის მისი გადატვირთვა გვერდითა ღილაკსა და “Digital Crown”-ზე ერთდროული ხანგრძლივი დაჭერით. თუ ამის შემდეგაც არ გადაიტვირთა მოწყობილობა მაშინ მოგიწევთ სერვის ცენტრში ან Appe Store-ში მიტანა და შემდგომში უკვე მისი შეკეთება სერტიფიცირებულ სპეციალისტებს მოუწევთ.

კუპერტინოში ჯერ არ დაუკონკრეტებიათ თუ რა მიზეზით ახდენს watchOS 3.1.1 განახლება ზოგიერთი მოწყობილობის მწყობრიდან გამოყვანას. აღნიშნულ განახლებას უნდა გამოესწორებინა მთელი რიგი ბაგები, რომლებიც შეტყობინებებს, მესიჯებს და სხვა ფუნქციონალში იყო შემჩნეული. სავარაუდოდ ახლო მომავალში კიდევ ერთი განახლება გამოვა, რომელიც უკვე უსაფრთხო იქნება მომხმარებლებისთვის.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here