25 მარტს კუპერტინოში, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში კომპანია Apple-მა ახალი სერვისები წარმოადგინა.

News+

კომპანიამ ახალი სიახლეების წასაკითხი სერვისი წარმოადგინა სადაც დაემატა სტატიები მთელი რიგი ჟურნალებიდან.

ჟურნალები და სიახლეები მომხმარებლებს ხელმოწერის საფუძველზე მიეწოდება, რომლის ყოველთვიური ღირებულება $9,99 იქნება ყოველთვიურად ან $120 წლიურად. პირველი თვე უფასოა.

Apple News+ უკვე ხელმისაწვდომია ა.შ.შ-სა და კანადაში. წლის ბოლომდე სერვისი ამუშავდება ავსტრალიაში და დიდ ბრიტანეთში. საქართველოში სერვისის ხელმისაწვდომობაზე ინფორმაცია არ არის.

ახალ სერვისს შეუერთდა 300-ზე მეტი გამოცემა, რომელთა შორისაც არის Wall Street Journal, The New Yorker, Esquire, Billboard, Vogue და Men’s Health.

პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე The New York Times-მა, რომელსაც 4,3 მილიონი ხელმომწერი ყავს, რომელთაგან უმრავლესობა, 3.3 მილიონი ონლაინ ხელმომწერია უარი თქვა თავისი მატერიალების Apple-ისთვის მიწოდებაზე.

The New York Times-ის გენერალურმა დირექტორმა Reuters-თან საუბარში გააფრთხილა სხვა გამოცემები და თქვა, რომ მათ იგივე ბედი ელით რაც კონოკომპანიებს, რომლებმაც კონტენტი Netflix-ს მიყიდეს, ხოლო ამის შემდეგ გაკოტრდნენ და იძულებული გახდნენ სხვა კომპანებზე გაყიდულიყვნენ.

სერვისზე უარი თქვა ასევე მსხვილმა გამოცემა The Washington Post და The Post-მა რომელიც ასევე არანაკლებ ცნობილი ბრენდია.

Apple Card

Master Card-თან თანამშრომლობით Apple Card წარმოადგინეს, რომელიც Goldman Sachs-თან საბანკო პარტნიორობას ეფუძნება.

მომხმარებლები შეძლებენ ვირტუალური ბარათის შექმნას Apple Wallet აპლიკაციის საშუალებით და რამდენიმე წამში მზად იქნებიან განახორციელონ გადახდები Apple Pay-ს მხარდაჭერის მქონე სავაჭრო ობიექტებში.

აპლიკაციაში შესაძლებელია იხილოთ ხარჯვის სრული სტატისტიკა კატეოგორიების მიხედვით, რომელიც ავტომატურად ამოიცნობს სავაჭრო ობიექტების ტიპებს და მათ ადგილმდებარეობას.

კომპანია გვპირდება, რომ იქნება 3% ქეშბექი Apple-ის მაღაზიებში და სერვისებში, ხოლო სხვა ობიექტებზე მომხმარებელი 2% თანხას მიიღებს უკან, რომელიც ყოველდღიურად ჩამოირიცხება.

კომპანიამ ასევე წარმოადგინა ფიზიკური ბარათი Apple Card, რომელიც ტიტანისგან არის დამზადებული და 1%-იანი ქეშბექი ექნება. ფიზიკურ ბარათზე არ იქნება არც ნომერი და არც უსაფრთხოების კოდი, მასზე მხოლოდ მფლობელის სახელი იქნება ამოჭრილი ლაზერით.

Apple ასევე გვპირდება, რომ არ გაყიდის ჩვენს მიერ განხორციელებული ტრანსაქციების შესახებ ინფორმაციას მარკეტინგული და სარეკლამო კომპანიებზე. მთელი სტატისტიკის გამოთვლა პირდაპირ მოწყობილობაზე განხორციელდება.

Apple Card – ზაფხულში გამოვა და მხოლოდ ა.შ.შ-ში იქნება ხელმისაწვდომი.

Apple Arcade

ახალი სერვისი თამაშებზე ხელმოწერას გვთავაზობს App Store-დან. Arcade-ში 100-ზე მეტი თამაში იქნება წარმოდგენილი ჩაშენებული შესყიდვებისა და მიკროტრანზაქციების გარეშე. მოდერატორები შეარჩევენ პორექტებს, რომელსაც ამ განყოფილებაში შესთავაზებენ მომხმარებლებს.

ყველა თამაში მოწყობილობაში ჩაიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის გარეშე. სერვისი კროსპლატფორმული იქნება და Apple-ის ყველა მობილურ მოწყობილობაზე და Apple TV-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

კომპანია ამბობს, რომ მზადდება ექსკლუზივები, რომლებიც მხოლოდ iOS მოწყობილობებზე გაეშვება. Apple Arcade 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყებს ფუნქციონირებას.

Apple TV+

კომპანიამ პრეზენტაციაზე კიდევ ერთი სერვისი Apple TV+ წარმოადგინა, რომელიც ორიგინალურ ფილმებსა და სერიალებს შემოგთავაზებთ.

სერვისი 100-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარე წლის შემოდგომიდან გახდება ხელმისაწვდომი.

გარდა TV+ სერვისისა კომპანიამ Apple TV აპლიკაციის განახლება წარმოადგინა, რომელიც მომხმარებლებს ყველა არხის ერთი ფანჯრიდან გაშვების საშუალებას მისცემს. არხების ჩამონათვალშია HBO, Showtime, Starz და სხვა პარტნიორი ქსელები.

აპლიკაციაში შესაძლებელი იქნება სასურველი არხების ყიდვა. Apple TV მაისში განახლდება და ხელმისაწვდომი იქნება iPhone, iPad-ზე. შემოდგომიდან დამატება macOS-ის, LG, Sony, Samsung-ის ტელევიზორების, Amazon Fire TV-ის და Roku-ს მოწყობილობების მხარდაჭერაც.




პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here