კომპანია Huawei, რომელიც მე-3 ადგილზეა სმარტფონების უმსხვილეს მწარმოებლებს შორის მსოფლიოში მისი ახალი პროცესორის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია არ მოექცეოდა ყურადღების ცენტრში, რომ არა კომპანიის განცახაება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათი ახალი პროცესორი მნიშვნელოვნად ასწრებს წარმადობით Apple-ისა და Samsung-ის არსებულ პროდუქტებს.

როგორც სააგენტო როიტერი ამბობს ახალი ჩიპი Kirin 970 ახალ სმარტფონებში Mate 10 და Mate 10 Pro-ში ქიენბა გამოყენებული. კომპანიამ IFA2017-ზე განაცხდადა, რომ ახალ პროცესორს უამრავი უპირატესობა აქვს Apple-ის ჩიპებთან მიმართებაში, რაც გაუმჯობესებულ წარმადობაში, მეტ ავტონომიურობაში და კომპაქტურ ზომებში გამოიხატება.

შესაძლოა, პროცესორი Kirin 970 ნამდვილად ჯობნის Apple-ის პროცესორებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ Apple 12 სექტემბერს ახალ iPhone-ს წარმოადგენს, რომელიც ჯერ უცნობია თუ რა სიახლეებს შემოგვთავაზებს პროცესორის თვალსაზრისით. არის კიდევ ერთი მიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აპარატული შესაძლებლობების პროგრამულად განხორციელებას გულისხმობს, რასაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩიპის რეალიზაციისთვის.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here