მოგესალმებით, როგორ სწრაფად გადის დრო. თითქოს ახლახან ვადევნებდით თვალს Sun Valley-ს შესახებ, ვცდილობით გამოგვეცნო Windows-ის ახალი ვერსიის სახელი, ვნახეთ Windows 11-ის პერზენტაცია, გვიხაროდა და არ მოგვწონდა მასში განხორციელებული ცვლილებები, ახლა კი ვემზადებით შევხვდეთ დამდეგ 2022 წელს.

მოვიდა დრო შევაჯამოთ გასული წელი, რომელიც არც ისე მდიდარი იყო მოვლენებით, ამიტომაც მიმოხილვა არც ისე დიდი იქნება.

Windows 11

ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ Windows 11 გამოვიდოდა. თუმცა ეს მართლა მოხდა, თუმცა გარკვეული ეჭვები მაინც არსებობდა ოფიციალურ პრეზენტაციამდე.

Windows 11-ის გამოსვლა უფრო მარკეტინგული სვლაა, რომელიც პერსონალური კომპიუტერების გაყიდვას დაასტიმულირებს. ეს ყველაფერი კი მაშინ ხდება, როცა მსოფლიოში მიკროჩიპების დიდი უკმარისობაა.

სამწუხაროდ სისტემის ფინალური ვერსია ნახევარფაბრიკატი უფრო გამოდგა ბაგების დიდი რაოდენობით და ბევრი გაუთვალისწინებელი პრობლემით. თავიდანვე გასაგები იყო, რომ სამი თვის განმავლობაში კომპანია ვერ შეძლებდა სრულ ტესტირებასა და პრობლემების გამოსწორებას ახა საოპერაციო სისტემაში. იმედი გვქონდა, რომ კომპანია ეცდებოდა სწრაფად გაოეშვა გარკვეული ჩასწორებები, თუმცა ეს ასე არ მოხდა. Windows 11-ის რელიზიდა უკვე სამ თვეზე მეტია გასული და ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ ადგილზეა. Microsoft-ისთვის ალბათ აჯობებდა კიდევ ერთი წელი ემუშავა სისტემის დახვეწაზე?

მხოლოდ ზარმაცი თუ არ აკრიტიკებდა Windows 10-ს დიზაინის შეუთანხმებლობაზე თუნდაც სისტემურ აპლიკაციებში, ხოლოდ გარეშე პროგრამებზე საუბარიც ხო ზედმეტია. სწორედ ამიტომაც Windows 11-ის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სამომხმარებლო ინტერფეისის განახლებას. პანოს პანაი, რომელიც Windows-ის სამომხმარებლო ვერსიებზეა პასუხისმგებელი, ცდილობს, რომ ხალხმა მართლა შეიყვაროს Windows და არ მოიხმარონ ის იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ.

შეძლო თუ არა Microsoft-მა მიზნის მიღწევა? კი, მაგრამ არა სრულად. საერთო ჯამში დიზაინი უფრო შეთანხმებული გახა, თუმცა გარეშე აპლიკაციების დიზაინერები საკუთარი მართვის ელემენტებს იყენებენ Window UI Library-ს ნაცვლად.

საოპერაციო სისტემის გამარტივების მიზნით Microsoft-მა კიდევ ერთხელ გადაამუშავა Start მენიუ, შეტყობინებების ცენტრი, ამოცანების მიმოხილვა, ასევე განაახლა ფაილური მენეჯერი და განახლებული ამოცანების პანელი, რომელიც სრულიად შეიცვალა.

იმედს დავიტოვებთ, რომ 2022 წლის ბოლოსკენ Windows 11 უკვე შემდგარი საოპერაციო სისტემა გახდება. უკვე განაახლეთ თქვენი კოპიუტერები თუ ჯერ თავს იკავებთ? არ დაგავიწყდეთ, რომ Windows 11-ის სისტემური მოთხოვნებში TPM 2.0 ჩიპი, Secure Boot და შედარებით ახალი თაობის პროცესორებია, თუმცა ამ შეზღუდვების გვერდის ავლაც საკმაოდ მარტივია.

Windows 10X

Windows 10X პირველად 2019 წლის შემოდგომაზე წარმოადგინეს და ის კეცვად პლანშეტზე Surface Neo გამოვიდა. ორივე პროდუქტი 2020 წლის ბოლოს უნდა გამოსულიყო, მაგრამ პანდემიამ ამ რელიზზეც უარყოფითად იმოქმედა.

Microsoft-ის ინჟინრებმა დროულად ვერ დაასრულეს მუშაობა Windows 10X-ზე, რის გამოც რელიზი ნახევარი წლით გადაიდო. 2021 წლის იანვარში Windows Update-ში გამოჩნდა Windows 10X-ის რელიზის წინა ბილდი, რაც სისტემის მალე გამოსვლას მოასწავებდა.

ამით ყველაფერი დამთავდა. რამდენიმე კვირაში Microsoft-მა წაშალა Windows 10X-ის ფაილები Windows Update-დან და სისტემის ახალი ბილდების კომპილაციაც შეწყვიტა. Windows 10X-ის მომავალი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

2021 წლის მარტში პანოს პანაიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ Windows 10X-ის შემუშავება გაიყინა განუსაზღვრელი დროით. ფორმალურად პროექტის დახურვაზე საუბარი არ არის, მაგრამ ყველასთვის ყველაფერი უკვე გასაგებია. Windows 10X დიდი ალბათობით ვერასდროს იხილავს დღის სინათლეს.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა გახდა პროექტის შეწყვეტის მიზეზი. ჭორების თანახმად OEM პარტნიორები არ იყვნენ კმაყოფილი სისტემით და არ ისურვეს მისი მართვის ქვეშ მოწყობილობების გამოშვება. ეს შესაძლოა მართალი იყოს, რადგანაც Windows 10X-ის შესაძლებლობები Chrome OS-ზე ღარიბი იყო, რომლის კონკურენტადაც მოიაზრებოდა.

Microsoft-მა გადაწყვიტა Windows 10-ის მოდერნიზაცია და მასში გადაიტანა Windows 10X-ისთვის შექმნილი ტექნოლოგიები, მათ შორის დიზაინიც. ასე და ამგვარად მივიღეთ Windows 11, რომლის შესახებაც ზევით უკვე ვისაუბრეთ. საქმე იმაშია, რომ Windows 11 არის Windows 10-ის ევოლუცია, როცა Windows 10X შენდებოდა თანამედროვე Windows Core OS პლატფორმაზე, რომელიც უკვე გამოიყენება HoloLens 2 მოწყობილობაზე.

რაც შეეხება Surface Neo-ს, ისიც გადაიდო განუსაზღვრელი დროით. Microsoft აცნობიერებს, რომ ახლა არ არის საუკეთესო დრო მოწყობილობის ბაზარზე გამოსვლისთვის და საოპერაციო სისტემაც მისთვის ჯერ არ არსებობს. მიუხედავად ამისა, Surface Neo შეიძლება რამდენიმე წელში ვიხილოთ, როცა Windows 11-ის ადაპტაცია მოხდება ასეთი ფორმ-ფაქტორის კომპიუტერებისთვის.

Surface

Surface Pro 8

პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში Microsoft-მა გადაწყვიტა Surface Pro პლანშეტის დიზაინი განეახლებია. ახალ თაობაში ცოტათი შეამცირეს ეკრანის ჩარჩოები და უფრო მოამრგვალეს კუთხეები ისე, რომ ის უფრო დაახლოებოდა Surface Pro X-ს, რომელიც ორი წლის წინ გამოვიდა.

ახალ Surface Pro-ში Intel-ის მე-11 თაობის Core პროცესორებია, ეკრანი 120 ჰერციანია და კომპიუტერს USB-C Thunderbolt 4 პორტები აქვს. ასევე გამოვიდა ახალი შალითები, რომელშიც Surface Slim Pen 2-ის შენახვა და დამუხტვაა შესაძლებელი.

რა თქმა უნდა ზოგიერთი ეს ცვლილება ჯერ კდევ 2-3 წლის წინ იყო მოსალოდნელი, თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

Surface Laptop Studio

მაიკროსოფტმა ასევე წარმოადგინა სრულიად ახალი ფლაგმანური ნოუთბუქი Surface Laptop Studio, რომელიც ფაქტიურად Surface Book-ს ანაცვლებს. მთავარი თავისებურებაა უნიკალური შარნირი, რომელიც ეკრანს წამოწევს წინ ან კლავიატურაზე განათავსებს.

საერთო ჯამში მოწყობილობა საინტერესოდ გამოიყურება, მაგრამ კონსტრუქციის მიმართ არის გარკვეული კითხვები. დააკვირდით თუ როგორ გამოიყურება ის ერთ ერთ პოზიციაში:

Surface Duo 2

Surface Duo 2 ახალი თაობის კეცვადი Android სმარტფონია მაიკროსოფტისგან, რომელშიც გამოასწორეს წინა მოდელის ყველა უმთავრესი პრობლემა. ახლა ეს ნამდვილად შესანიშნავი აპარატია კარგი წარმადობით, 5G ქსელებით, NFC და სხვა თანამედროვე ფუნქციონალით.

რა თქმა უნდა აქაც არის პრობლემები. იმისათვის, რომ კონკურეცნია გაუწიოს სხვა სმარტფონებს ფოტოგრაფიულ შესაძლებლობებში, Microsoft-მა დაამატა სამმაგი მთავარი კამერა, რომლის ბლოკიც კორპუსიდან ძალიან გამოზნექილია და შედეგად ვიღებთ ამას:

სავარაუდოდო პრობლემის სხვაგვარად მოგვარება ძნელი იყო. აქ არჩევანი დიზაინსა და ფუნქციონალს შორის გაკეთდა და ორივე შემთხვევაში ვინმე შეიძლება უკმაყოფილო დარჩეს გადაწყვეტილებით.

Surface Laptop SE

წლის ბოლოსკენ მოულოდნელად წარმოგვიდგინეს Surface Laptop SE, რომელიც ყველაზე იაფი მოწყობილობაა Surface ხაზიდან. ეს ნოუთბუქი განკუთვნილია საგანმანათლებლო სექტორისთვის, ამიტომაც ტექნიკური მონაცემებიც შესაბამისი აქვს.

Surface Laptop SE მუშაობს Windows 11 SE საოპერაციო სისტემაზე. და რა თქმა უნდა ეს არ არის Windows 10X-ის რეინკარნაცია, არამედ Windows 11-ის მოჭრილი და ოპტიმიზებული ვერსია ამ კლასის მოწყობილობებისთვის.

ყველაზე უცნაურია, რომ Windows 11 SE-ზე არ არის Microsoft Store, რომელზეც კეთდებოდა აქცენტი ყველა წინა მსუბუქ ვერსიებში. თანაც ეს ყველაფერი მაშინ, როცა Microsoft Store გახდა გაცილებით მოხერხებული და სასარგებლო ვიდრე რამდენიმე წლის წინ. უცნაური გადაწყვეტილება, რომლის ლოგიკაც ბოლომდე გაუგებარია.

დასკვნა

ასეთი გამოვიდა გასული წელი. ამ სტატიაში ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მომენტები გავიხსენეთ Microsoft-თნ დაკავშირებით, თუმცა სხვა კომპანიების და პროდუქტების შესახებ შემაჯამებელი სტატიებიც გვექნება ამ დღეების განმავლობაში.

იმედია მომავალი ახალი წელი არანაკლებ საინტერესო და შთამბეჭდავი იქნება. რა თქმა უნდა ნავიგატორის გუნდი შეეცდება ყველაფრის შესახებ მოგითხროთ.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

წინა სტატიაTesla აკრძალავს თამაშების გაშვებას მანქანის ბორტ ეკრანზე მართვის დროს, რათა თავიდან აიცილოს უბედური შემთხვევები
შემდეგი სტატიაXiaomi 12, ჭკვიანი საათი და ყურსასმენები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი