Microsoft-მა უფრო მცირე ზომის განახლებების გამოშვებას გვპირდება Windows 10-ზე და ამას სხვა და სხვა მეთოდებით აპირებს. კომპანიამ დაიწყო ახალი Unified Update Platform-ის ტესტირება, რომელიც დიდ ცვლილებებს მოიტანს. “ყველაზე დიდ სარგებელს რასაც საზოგადოება და მომხმარებლები მიიღებენ ეს ჩამოტვირთვების სერიოზული შემცირებაა პერსონალურ კომპიუტერზე” – ამბობს ბილ კარაგუნისი, რომელიც Windows პროგრამის მენეჯერია. “ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები ჩვენს დეველოპერულ და გამოქვეყნების სისტემებში, რაც დიფერენციალური ჩამოტვირთვების საშუალებას მისცემს ყველა მობილურ და პერსონალურ მოწყობილობას”

დიფერენციალური ჩამოტვირთვები მხოლოდ ცვლილებებს მოიცავს, რომელიც ბოლო განახლების შემდეგ განცორციელდა თქვენს კომპიუტერზე. ცვლილება ძალაში შევა Windows 10 Creators Update-ში, რომელიც მარტში გამოვა, მაგრამ Windows Insider-პროგრამის წევრები მას უახლეს სატესტო ბილდში მიიღებენ მობილური მოწყობილობებისთვის. პერსონალურ კომპიუტერებზე სატესტო ვერსიები უფრო მოგვიანებით იქნება შემოთავაზებული HoloLens მოწყობილობების გმოსვლასთან ერთად. Xbox One მოწყობილობები Windows 10-ის მართვის ქვეშ ვერ ისარგებლებენ UUP სერვისებით, რადგანაც კონსოლებისთვის განახლებების მიწოდება სხვა მექანიზმებით ხორციელდება.

Windows 10-ის მომხმარებლების მთავარი სარგებელი იქნება მაჟორული განახლებების ზომის დაახლოებით 35%-ით შემცირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ვისაც ინტერნეტთან კავშირის დაბალი სიჩქარე ან ტრაფიკის ლიმიტი აქვს. ახალი ტექნოლოგია ასევე დაეხმარება Microsoft-ს გაცილებით სწაფად განაახლოს Windows 10-ის ქვეშ მომუშავე მანქანები.

კომპანიამ უკვე წარმატებით განაახლა 400 მილიონზე მეტი Windows 10 მოწყობილობა და კომპანია Windows Insider-ებისთვის ყოველკვირეულ განახლებებსაც კი უშვებს. ეს ძალიან დიდი ცვლილება იმისგან თუ რაც გვქონდა რამდენიმე წლის წინ და ძალიან მნიშვნელოვანია პლატფორმის მომავალი განვითარებისთვის.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here