პორტატული 24 დიუმიანი ეკრანი

0
605

კომპანია Arovia-მ ახალი SPUD პროექტორი შექმნა დაკეცვადი კონსტრუქციის ეკრანით, რომელიც აკუმლატორზე მუშაობს და მისი მოთავსება ნებისმიერ ზურგჩანთაშია შესაძლებელი. პროექტორზე მიმაგრებულია ეკრანი, რომელზეც გამოსახულება ტრანსლირდება. მონიტორის დიაგონალი 24 დიუმია და HD გარჩევადობა აქვს (1280×720 პიქსელი). SPUD სულ რაღაც 900 გრამს იწონის და მისი ზომებია 17x19x5.5 სმ, რაც ჩვეულებრივ წიგნზე დიდი არ არის.

SPUD გამოსახულებას HDMI პორტის საშუალებით იღებს და გამოსახულების მაქსიმალური სიკაშკარე 785 ნიტია, რაც საოფისე ხელოვნური განათების პირობებში სრულიად საკმარისია. საშუალო სიკაშკაშეზე პროექტორი ავტონომიურ რეჟიმში 6 საათამდე მუშაობს.

კომპანია Arovia ქრაუდფანდინგის მოდელს იყენებს Kickstarter-ზე სადაც პროდუქტის წინასწარ შეკვეთა 349 დოლარად არის შესაძლებელი. პირველ მზა მოდელს მომხმარებლები 2017 წლის იანვარში მიიღებენ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here