კომპანია Xiaomi-მ ახალი რეკორდი დაამყარა სმარტფონების გაყიდვებში. მოდელი Mi MIX გაყიდვების დაწყებიდან 10 წამში სრულად გაიყიდა. სმარტფონი შეზღუდულუ რაოდენობით აწარმოეს, კერამიკული კორპუსის შექმნის ტექნიკური სირთულის გამო.

Xiaomi Mi MIX-ის მთავარი თავისებურება ზედა ჩარჩოს არქონაა, რის გამოც წინა კამერის და განათების სენსორი ქვედა პანელზე გადავიდა, ხოლო დინამიკის მოვალეობას თვითონ კორპუსი ასრულებს. ერთადერთი პრობლემა კერამიკის კორპუსის სათუთი კონსტრუქციაა, რომელიც დავარდნის შემთხვევაში ადვილად იმტვრევა. დამატებით ინფორმაცია სმარტფონის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს პოსტში, რომელიც სმარტფონის ანონსს ეხება.

ტელეფონის გაყიდვები 5 ნოემბერს 10:00 საათზე დაიწყო ადგილობრივი დროით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ მისი გაყიდვა არ დაგეგმილა. 4 გიგაბაიტიანი ოპერატიულით და 128 გიგაბაიტი ფლეშით აღჭურვილი მოდელის ფასი 520 დოლარი იყო დაახლოებით. მოდელი 6 გიგაბაიტი ოპერატიულითა და 256 გიგაბაიტი ფლეშით – 600 დოლარად იყიდებოდა.

სმარტფონების გაყიდვის ადრინდელი რეკორდი 50 წამი იყო, რაც კომპანიამ Xiaomi Mi Note 2 გამოუშვა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here