Snapdragon 865, 90 ჰერციანი ეკრანი და დიდი აკუმლატორი სწრაფი დამუხტვით, ასევე არის უფრო მძლავრი Mi 10 Pro.

წელს Xiaomi-მ გადაწყვიტა ორი ფლაგმანი გამოეშვა – Mi 10 და Mi 10 Pro, მაგრამ მათ შორის განსხვავება ძალაინ მცირეა. უფროს მოდელს მეტი მეხსიერება, უკეთესი კამერა და უფრო პატარა აკუმლატორი აქვს.

ორივე მოდელმა მიიღო მეტალის და შუშის ეკრანი გრადიენტული გაფორმებით.

წინა კამერა განავსებულია პატარა ნახვრეტში ეკრანის კუთხეში. თითის ანაბეჭდების სკანერი ეკრანის ქვეშაა განთავსებული. კორპუსში განთასებულია ორი დინამიკი სტერეო ეფექტის მისაღებად. ზედა ნაპირზე არის ინფრაწითელი გადამცემი ტელევიზორებისა და სხვა საოჯახო ტექნიკის სამართავად.

ეკრანი სტანდარტულია – 6,7 დიუმიანი AMOLED მატრიცა, Full HD+ 90 ჰერცი განახლების სიხშირით. ეს არ არის Waterfall Display მაგრამ გვერდებზე ის დონავ ამინც მომრგვალებულია. განათებულობა 1120 ნიტი იქნება თუმცა ეს მხოლოდ HDR10+ კონტენტის გაშვებისას იქნება.

Xiaomi Mi 10-ის მთავარი სიახლე კამერაა, რომელიც ამჯერად ოთხია: მთავარი 108 მეგაპიქსელიანი, ოპტიკური სტაბილიზაციით და ფართოკუთხოვანი 13 მეგაპიქსელით. ასევე არის ორი დამატებითი მოდული 2 მეგაპიქსელით მაკრო და პროგრამულად ფონის გაბლარვისთვის.

Xiaomi Mi 10 Pro-ს კამერები უფრო კარგია:

  • მთავარი — 108 მპ, ოპტიკური სტაბილიზაცია, f/1,69
  • ტელეფოტო — 12 მპ, 2X ოპტიკური ზუმი, f/2
  • ტელეფოტო — 8 მპ, 5X ოპტიკური ზუმი, ოპტიკური სტაბილიზაცია, f/2
  • ფართოკუთხიანი — 20 მპ, f/2,2

დანარჩენი მონაცემებით ეს ნამდვილი ფლაგმანია. Sanpdragon 865 – ყველაზე მობილური პროცესორია ბაზარზე. იქნება მოდელები 5G-ის მხარდაჭერით თუმცა საქართველოში ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. Mi 10 Pro-ს 12 გიგაბაიტი LPDDR5 ოპერატიული მეხსიერება ექნება. UFS 3.0 შიდა მეხსიერება 128 გიგაბაიტი მოცულობის იქნება.

აკუმლატორის მოცულობა 4780 მა/სთ იქნება, რაც საკმარისია მთელი დღე აქტიური მოხმარებისთვის. დაამატეს 30 ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა, როგორც კაბელით ასევე უკაბელოდ. ნახევარ საათში სმარტფონი 65%-მდე დაიმუხტება. ასევე ხელმისაწვდომია რევერსული უკაბელო დამუხტვაც. Xiaomi Mi 10 Pro-ში 4500 მილიამპერიანი აკუმლატორი იქნება, მაგრამ სწრაფი დამუხტვა 50 ვატზე იმუშავებს.

Xiaomi Mi 10 საბაზისო კომპლექტაციაში 8/128 – დაახლოებით 1600 ლარი იქნება.
Xiaomi Mi 10 Pro – 2000 ლარი.

წინა სტატიასაქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით თბილისში ჰოლოგრამების მუზეუმი გაიხსნება
შემდეგი სტატიაAndroid 11 – სიახლეები პირველ ბეტაში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი