გუშინ კომპანია Xiaomi-მ ახალი პროდუქტი გამოუშვა, რომელიც კომპიუტერის უსაფრთხოებას აუმჯობესებს. ოფიციალურად წარმოადგინეს Xiaomi Smart Fingerprint Mouse, რომელიც სულ რაღაც 31$ ღირს და თავსებადია Windows 10 საოპერაციო სისტემასთან.

Xiaomi Smart Fingerprint Mouse კაბელით უერთდება კომპიუტერს და გარეგნულად კლასიკურ მაუსს გავს. მწარმოებელი ამბობს, რომ პროდუქტი მაღალი ხარისხის მასალისგან არის დამზადებული, რისი წყალობითაც ის მინიმუმ 5 წლის განმავლობაშ იმუშავებს ყოველდღიური აქტიური მოხმარების რეჟიმში.

თითის ანაბეჭდების სკანერი, რომელიც გორგოლაჭის შემდეგ არის მოთავსებული წიან პანელზე შგიძლიათ Windows 10 საოპერაციო სისტემაში ავტორიზაციისთვის გამოიყენოთ და რა თქმა უნდა კონკრეტული ფაილების და დირექტორიების დასაშიფრადაც.

ტექნიკურად Xiaomi Smart Fingerprint Mouse არის 1600dpi ოპტიკური სენსორის მქონე მაუსი მინიმუმ 5 მილიონი წკაპის რესურსი. კორპუსი მყარი მოჭიდების მქონე პლასტმასისაა და არ იკრავს ჭუჭყსა და თითის ანაბეჭდებს. მოწყობილობის წინა 92 გრამს არ აღემატება.

სიახლე გაყიდვაში 2018 წლის 15 აპრილიდან შემოვა და 31$ ეღირება. ხელმისაწვდომი იქნება შავი, ვერცხლისფერი და თეთრი ფერის ვარიანტები და სავარაუდოდ ის ჩვენთან ზაფხულში გაიყიდება.

წინა სტატიაAndroid 8.1 Oreo-ს ბაზაზე შექმნილი LineageOS 15.1 ხელმისაწვდომი ხდება
შემდეგი სტატიაLG G7 საიდუმლო პრეზენტაციაზე აჩვენეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი