2019 წლის აქტუალური ტენდენცია სმარტფონებში დრეკადი ანუ დაკეცვადი ეკრანებია და ახლა ყველა მწარმოებელი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად შექმნას ამ კლასის მოწყობილობები. Huawei, Samsung და სხვა მწარმოებლებმა უკვე დაადასტურეს, რომ ასეთი გაჯეტების შექმნა დაასრულეს და წარმოებისთვის ემზადებიან. დღევანდელი გაჟონვა მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი მწარმოებლების რიცხვს Xiaomi-ც შეემატა.

ავტორიტეტული ინსაიდერი @evleaks (Evan Blass) ტვიტერში აქვეყნებს მოკლე ვიდეო რგოლს, რომელზეც მოწყობილობა ორმაგად იკეცება გარედან და პლანშეტიდან კომფორტულ სმარტფონად იქცევა. ამ შემთხევავში ორივე გვერდითა ნაწილი უკან იკეცება და ეკრანის მხოლოდ ცენტრალური ნაწილი რჩება სმარტფონის ფუნქციონალით. ინტერფეისი ავტომატურად რეაგირებს და შესაბამის ზომამდე მცირდება.

რადგანაც ეკრანი გარე მხარეს იკეცება მოწყობილობა Galaxy S9-ს ეგმსაგვსება მომრგვალებული ნაპირებით. ინსაიდერი ამბობს, რომ ვიდეო არც ისე სანდოა და შესაძლოა მაღალი ხარისხის სიყალბე იყოს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here