დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ქასტომ ოპერაციული სისტემა LineageOS გამოუშვეს სტაბილური ვერსიით 15.1, რომელიც შექმნილია Android 8.1 Oreo-ს ბაზაზე. აღსანიშნავია, რომ ახალ ვერსიაში რეალიზებულია ყველა ფუნქცია, რომელთა მხარდაჭერაც LineageOS 15.0-ს არ ჰქონდა.

ვერსია 15.1-ს აქვს შავი თემა, მომხმარებლის ინტერფეისის ფერების შეცვლის შესაძლებლობა. ასევე დააანონსეს ლანჩერი Trebuchet. უკვე აქვს აიკონების მხარდაჭერის ფუნქცია და ადაპტირებული აიკონები, რომელიც საშუალებას იძლება ყველა აპლიკაციის აიკონი ერთი ფორმის გავხადოთ. კამერის აპლიკაციაში QR კოდის სკანერი დაამატეს.

რელიზი LineageOS 15.1 დაგეგმილია 26 თებერვალს. თავიდან განახლება ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ გარკვეული მოდელებისათვის. იხილეთ სია მხარდაჭერილი მოდელების:
  • Google Nexus 6P — angler
  • Google Nexus 5X — bullhead
  • LeEco Le Pro3 / Le Pro3 Elite — zl1
  • OnePlus 3 / 3T — oneplus3
  • OnePlus 5 — cheeseburger
  • OnePlus 5T — dumpling
  • Samsung Galaxy Tab S2 9.7 Wi-Fi (2016) — gts210vewifi
  • Samsung Galaxy Tab S2 8.0 Wi-Fi (2016) — gts28vewifi
  • Xiaomi Mi5 — gemini
  • Xiaomi Mi5S — capricorn
  • Xiaomi Mi5S Plus — natrium
LineageOS-ის განახლება ხელმისაწვდომია ოფიციალურ საიტზე.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here