როგორც ცნობილი გახდა MWC 2018-ზე ბარსელონაში მაინც აჩვენეს LG G7. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე ადამიანების შეზღუდული წრე მიიწვიეს, რომელიღაცა მათგანმა მაინც მოახერხა გადაეღო ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც შემდგომ ქსელში ატვირთა.

კომპანიამ საერთო ტრენდს აუბა მხარი, ეკრანი ზევიდან "ჩაკბიჩა" და შეათხელა ქვედა ჩარჩო. აპარატმა უკანა პანელის ინდივიდუალურობაც დაკარგა და ჩინური სმარტფონების უმრავლესობას დაემსგავსა.

წყაროს ცნობით სმარტფონში გამოიყენება 6 დიუმიანი ეკრანი გარჩევადობით 3120×1440 (19,5:9), Snapdragon 845 პროცესორი, 4 ან 6 გიგაბაიტი ოპერატიული და 64 ან 128 გიგაბაიტი ჩაშენებული მეხსიერება.

გარდა ამისა ცნობილმა ინსაიდერმა ევან ბლასმა თქვა, რომ MWC-ზე LG G7-ის გარდა აჩვენეს V35 და Q7, რომელთა შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here