მეგა კომპანიები, როგორიცაა LG და Samsung ელექტრონიკის ბაზარზე უდაო ლიდერები არიან, თუმცა იგივეს გამეორება სმარტფონების ბაზარზე საკმაოდ რთული აღმოჩნდა LG-ისათვის. მათ საკმაოდ მაღალი ხარისხისა და უნიკალური ფუნქციონალის მქონე სმარტფონები მაქვთ, თუმცა გაყიდვების მაჩვენებლები წლიდან წლამდე კლებულობს, რის შედეგადაც კომპანიამ გადაწყვიტა დახუროს ქარხანა, რომელიც მათ სამშობლოშია განთავსებული.

გადაწყვეტილების მიზეზი ხარჯების შემცირებაა და მათი მობილური ბიზნესის ოპტიმიზაციაა. კორეაში უმთავრესად მათი ფლაგმანები იწარმოებოდა, რომლებიც აწი უკვე ვიეტნამში გადავა. როგორც ცნობილია კორეის ქარხანაში კომპანიის სმარტფონების 10-20% მზადდებოდა.

არ არის მოსალოდნელი, რომ LG სმარტფონების წარმოებას შეწყვეტს თუნდაც ახლო მომავალში, მიუხედავად ცუდი გაყიდვებისა კომპანიას აქვს საკმაო ცნობადობა ვიდრე მთელ რიგ ანდროიდ სმარტფონების მწარმოებლებს და მათ კიდევ შეუძლიათ ბევრი რამის გაკეთება, რითაც მომხმარებლების ლოიალობას დაიბრუნებენ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here