კომპანია LG-ის ანონსი ორ ახალ სმარტ საათს ეხება, რომელიც უახლესი Android Wear 2.0 საოპერაციო სისტემით მუშაობს. LG Watch Sport და Style მოწყობილობებს P-OLED მრგვალი ფორმის ეკრანი აქვთ. 4 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება, WiFi მოდულები და Bluetooth. ჭკვიანი საათEბი Snapdragon Wear 2100 ჩიპსეტის ბაზაზეა აშენებული და 1.1 გიგაჰერცი სიხშირე აქვს. მოწყობილოებებს ასევე აქვთ უკაბელო დამუხტვის შესაძლებლობა და მათი კორპუსები არ ატარებს მტვერსა და წყალს. LG Watch Sport გამოვა ტიტანის და მუქ-ლურჯ ფერებში, ხოლოდ Watch Style ასევე ტიტანის, მოვერცხლისფრო და ვარდისფერი ოქროს ფერებში იქნება. საიტერესოა, რომ ბოლო ვარიანტი ფასშიც უფრო ძვირი იქნება ვიდრე სხვა ფერები.

ფუნქციონალური განსხვავებები ეკრანის ზომებთან არის კავშირში. LG Watch Sport 1,38 დიუმიანი კერანით გამოდის როცა Style-ს 1,2 დიუმიანი მატრიცა აქვს. სპორტულ მოდიფიკაციას აქვს სენსორების სრული პაკეტი: გიროსკოპი, აქსელერომეტრი, ბარომეტრი, GPS, LTE, NFC და Androd Pay. ჩამონათვალშI ბოლო სამი მოდული არ აქვს Watch Style-ს, თუმცა ეს მოდელი უფრო დახველილი დიზაინით და ნატურალური ტყავის სამაჯურებით იქნება გამორჩეული.

LG Watch Sport-ის ოპერატიული მეხსიერება 768 მეგაბაიტი იქნება, ხოლო Watch Style-მა 512 მეგაბაიტი მეხსიერება მიიღო. განსხავდება აკუმლატორებიც და აქვ Style-ს 240 მილიამპერი აქვს და 430 მილიამპერი Sport-ს.

Watch Sport-ის ფასი 349 დოლარი იქნება ხოლო Style – 249 დოლარად გაიყიდება გარდა ოქროსფერი მოდელისა, რომლის ფასი 439 დოლარს შეადგენს. ორივე სიახლე 10 თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი გაყიდვაში.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here