სმარტფონმა მიიღო დიდი OLED ეკრანი 6.8 დიუმი დიაგონიალით და Full HD+ გარჩევადობით, თითის ანაბეჭდების სკანერი ეკრანშია ჩაშენებული. ეკრანის მთავარი თავისებურება Wacom-ის სტილუსის მსხარდაჭერა, თუმცა მისი ყიდვა ცალკე მოგიწევთ. მთავარი კამერ 48 მეგაპიქსელიანი სენსორია, რომელსაც ემატება ფართოკუთხოვანი 8 მეგაპიქსეიანი და 5 მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი. სმარფონს ასევე 16 მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვს.

აპარატი მუშაობს თითქმის ფლაგმანურ Snapdragon 765-ზე და აქვს 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 გიგაბაიტი ჩაშენებული მეხსიერება. კვებას უზრუნველყოფს 4300 მა/სთ აკუმლატორი სწრაფი უკაბელო და კაბელით დამუხტვით. თავისებურებებიდან აღსანიშნავია IP68 სტანდარტის შესაბამისი დაცვა წყლისაგან და მტვრისაგან. ასევე არის 3.5 მმ. აუდიო-ს მხარდაჭერა.

LG Velvet მხოლოდ კორეულ ბაზარზე გამოვდა და მისი ფასი დაახლოებით 750 დოლარია. ინფორმაცია სხვა რეგიონებში გაყიდვების შესახებ არ ვრცელდება.

წინა სტატიაGoogle-მა Android 11-ის სამომხმარებლო ბეტა ტესტირება დააანონსა
შემდეგი სტატიაბლოკჩეინ პლატფორმა TON აღარ გაეშვება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი