Telelgram-ის დამფუძნებელმა პაველ დუროვმა განაცხადა, რომ ბლოკჩეინ პროექტი TON დაიხურა და მოუწოდა მომხმარებლებს არ დაუკავშირონ მესინჯერს ის საიტები, რომლებსაც მსგავსი სახელწოდება ექნებათ. ღია წერილში მან ისაუბრა პროექტიდან გასვლის მიზეზების შესახებ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის დეველოპერები მუშაობდნენ TON პლატფორმაზე და კრიპტოვალუტა Gram-ზე, რომელიც დეცენტრალიზებულ პრინციპზე მუშაობდა და ბიტკოინსა და ეთერეუმზე გაცილებით სწრაფი და მასშტაბირებადი იყო – წერს დუროვი. მიუხედავად ამისა ამერიკულმა სასამართლომ შეაჩერა პროცესი.

“წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე ადამიანი შეიკრა ოქროს საბადოს შესაქმენლა, რომ შემდგომში ეს ოქრო გაიყონ. შემდეგ მოვიდა მოსამართლე და თქვა: “ამ ხალხმა ჩადო ფული მოგების მისაღებად: მათ არ უნდათ ოქროს თავისთვის დატოვება, არამედ გეგმავენ მის გაყიდვას სხვა ადამიანებზე. ამიტომაც მათ არ აქვთ მოპოვების უფლება”. სწორედ ეს მოხდა TON-თან და Gram-თან მიმართებაში, თვლის დუროვი.

ამერიკულმა სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ Gram არ შეიძლება გავრცელდეს ა. შ. შ.-ს ფარგლებს მიღმა, რომ ქვეყნის მოქალაქეებს არ ქონდეთ მასზე წვდომა, მისი სხვა ადგილიდან გაშვების შემთხვევაში.

რას წერს დუროვი:

სამწუხაროდ ამერიკელი მოსამართლე მართალია ერთ რამეში: ჩვენ ადამიანები ა.შ.შ-ს მიღმა შეგვიძლია ხმა მივცეთ ჩვენს პრეზიდენტებს და ავირჩიოთ პარლამენტები, მაგრამ ჯერ კიდევ ვართ დამოკიდებული ა.შ.შ-ზე, როცა საუბარია ფინანსებსა და ტექნოლოგიებზე. ა.შ.შ-ს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი კონტროლი დოლარზე და გლოფალურ ფინანსურ სისტემებზე, რომ დახუროს ნებისმიერი ბანკი ან საბანკო ანგარიში მსოფლიოში. ეს ქვეყანა შეძლებს გამოიყენოს თავისი კონტროლი Apple-სა და Google-ზე იმისთვის, რომ წაშალოს აპლიკაცია App Store და Google Play-დან. ასე, რომ ეს მართაია, რომ სხვა ქვეყნებს არა აქვთ სრული სუვერენიტიები იმაზე, თუ რა იყოს დაშვებული მათ ტერიტორიაზე. სამწუხაროდ ჩვენ – მსოფლიო მოსახლეობის 96%, რომლებიც სხვა ქვეყნებში ვცხოვრობთ, დამოკიდებული ვართ ხალხზე, რომელსაც ირჩევს ა.შ.შ-ს მოსახელეობის 4%.

დუროვი ასევე ამბობს, რომ TON-ის განვითარებაში Telegram-ის მუშაობა დასრულებული. მან მოუწოდა არ ანდონ ფული და მონაცემები პროექტებს, რომელბიც იყენებენ პლატფორმის ან მესინჯერის სახელს.

არავინ კომპანიის გუნდიდან არ იღებს მონაწილეობას არცე ერთ პროექტში, აღნიშნა მან. მან ასევე დაამატა, რომ ქსელები, რომლებიც იყენებენ TON-ის სისტემას შესაძოა გამოჩნდნენ, მაგრამ Telegram-ს ამასთან კავშირი არ ექნება და ნაკლებად მოსალოდნელია მათი მხარდაჭერა ოდესმე დაიწყოს. ერთი ასეთი ქსელი უკვე გაეშვა 7 მაისს, მას Free TON Commmunity ხელმძღვანელობს და ისინი ამბობენ, რომ იყენებენ Telegram-ის მიერ შექმნილი სისტემებს.

წინა სტატიაLG Velvet: დიზაინერული ფლაგმანი სტილუსით
შემდეგი სტატიაFacebook-მა GIPHY შეიძინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი