პავლე დუროვმა კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა Facebook-ის მიმდინარე პოლიტიკის შესახებ WhatsApp-ში ცვლილებების გამო. პუბლიკაციაში მან Telegram-ის შესახებ გავრცელებულ მითებზეც ისაუბრა.

ის ამბობს, რომ ბევრი მომხმარებელი აღშფოთებულია WhatsApp-ში განხორციელებული ცვლილებების გამო. 2021 წლის თებერვლიდან მესინჯერი ყველანაირი პირად ინფორმაციას Facebook-ის სარეკლამო სისტემას გადასცემს და ამის გამორთვა შეუძლებელი იქნება.

დუროვის აზრით მომხმარებლები, რომლებიც არ ეთანხმებიან მსგავს პირობებს სხვა მესინჯერებზე გადადიან. ამავდროულად Facebook და WhatsApp ცდილობენ Telegram-ის დისკრედიტაციას და ქსელში მითებს ავრცელებენ:

მითი 1. “Telegram-ის კოდი არ არის ღია” დუროვმა დააზუსტა, რომ WhatsApp-ისგან განსხვავებით Telegram-ის აპლიკაციების კოდი 2013 წლიდან ღიადაა ხელმისაწვდომი, ხოლო შიფრაცია და API დოკუმენტირებულია და შემოწმებულია დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. დუროვმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ Telegram თითქოს ერთადერთი მესინჯერია, რომლსაც გადამოწმებადი ანაწყობები აქვს iOS და Android პლატფორმებზე.

დუროვს არ უხსენებია ის, რომ ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა მესინჯერის სერვერული მხარის ღია კოდის, რომელიც კომპანიას აქვს.

მითი 2. “Telegram – რუსულია” დუროვი ამბობს, რომ მას არ აქვს სერვერები ან ოფისები რუსეთში და ის დაბლოკილი იყო იქ 2018-2020 წლებში.

მითი 3. “Telegram არ არის დაშიფრული”. დუროვმა ახსნა, რომ Telegram-ის ჩატები დაშიფრული. მესინჯერში არის საიდუმლო ჩატები, რომლებიც მომხმარებლებს შორის სერვერის გვერდის ავლით იშიფრება და ასევე ღრუბლოვანი ჩატებიც.

დუროვმა არ უარყო Telegram-ის შესაძლებლობა გახსნას შიფრი თუ ამის საჭიროება იქნბა. დამოუკიდებელი ექსპერტები გასულ წელს აკრიტიკებდნენ დაშიფრვის რეალიზაციას მესინჯერში.

დუროვს არ უხსენებია ისიც, რომ რეგისტრაციისათვის საჭიროა ტელეფონის ნომერი, ხოლო ავტორიზაციის SMS კოდების მოპოვება ძალიან ადვილია. ასევე შესაძლებელია მომხმარებლების ანგარიშების გატეხვაც, რადგანაც ორ-ფაქტორიანი ავტორიზაცია არ იძლევა დაცვის ეფექტურ საშუალებას.

23 დეკემბერს დუროვმა Telegram-ის მონეტიზაციაზე ისაუბრა. ყველა არსებული სერვისი უფასო დარჩება, თუმცა გამოჩნდება ახალი ფუნქციები, როგორიცაა ბიზნეს გუნდებისთვის და გაფართოებული ფუნქციონალის საჭიროების მქონე მომხმარებლებისთვის ფასიანი სერვისების სახით.

წინა სტატია100 მილიონამდე მომხმარებელი ჯერ კიდევ Windows 7-ზე მუშაობს
შემდეგი სტატიაპავლე დუროვი: Telegram-ში რეკლამა საყოველთაო არ იქნება და ის უფრო უსაფრთხოა ვიდრე Signal

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი