Telegram-ს ფარული კონტენტის გამოქვეყნების შესაძლებლობა ემატება. მომხმარებელს შეეძლება ექსკლუზიური კონტენტი (ფოტო-ვიდეო) სპეციალური @donate ბოტის გამოყენებით აპლიკაციის მესენჯერში განათავსოს. ინფორმაციას, ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, კონტენტი დაფარული იქნება, სანამ მკითხველი, რომელსაც დამალული მასალის ნახვა სურს, შესაბამის თანხას არ გადაიხდის.


აღსანიშნავია, რომ სიახლე ჯერ ისევ ტესტირების პროცესშია. ფუნქცია აპლიკაციის ბეტა ვერსიაში მაისის თვეში გამოჩნდა.
იმისათვის, რომ ბოტის გამოყენება შეძლოთ, 100 მეტი გამომწერის მქონე Telegram არხის მფლობელი უნდა იყოთ. კონტენტი კი, გასართობ და განათლების კატეგორიებს უნდა მიეკუთვნებოდეს.

წინა სტატიაFuture Laboratory-ის დამფუძნებელი ირაკლი ქაშიბაძე ICTWeek Uzbekistan-ის ყოველწლიურ კვირეულს დაესწრო
შემდეგი სტატიაiPhone 14 Plus-ის გაყიდვები მოსალოდნელზე დაბალი იყო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი