კომპანია Twitter-მა განაცხადა, რომ ხმოვანი ჩატების გაშვებას მიმდინარე წლის აპრილისთვის აპირებს. ფაქტიურად გაეშვება Clubhouse-ის ანალოგიური სერვისი Twitter-ისთვის და ერთდროულად Android და iOS პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი შეზღუდვების გარეშე. თავდაპირველად Anndroid-ის მომხამარებლები ვერ შეძლებენ ჩატის წამოწყებას მაგრამ მიიღებენ სხვა ჩატებში მონაწილეობას.
სადემონსტრაციო ვიდეო რგოლში ჩანს, რომ Spaces-ის მომხმარებლები შეძლებენ საკუთარი ოთახების გაშვებას სხვა და სხვა თემატიკით, იქნება პრივატული და საჯარო ოთახები, რომლებშიც შესაძლებელი იქნება სპიკერების მოწვევა.
Twitter აქტიურად ატესტირებდა Spaces შეზღუდული რაოდენობის ჯგუფებზე უკვე გასული წლის დეკემბრიდა. მიკრობლოგინგნის სერვისს მისი განვითარების საკუთარი გეგმა აქვს და პირველ რიგში ისინი მოდერაციის მაღალი დონის სერვისზე მუშაობენ.
Clubhouse-ის მსგავსი პლატფორმების შექმნაზე უკვე მუშაობენ TikTok და Facebook, თუმცა მათ ჯერ არ აქვს შესაბამისი მზა პროდუქტები.
ასევე აღსანიშნავია, რომ Telegram-ის უახლეს ბეტა ვერსიაში Android-ზე მომხმარებლებს შეუძლიათ ხმოვანი ჩატები პირდაპირ არხებზე შექმნან და შემდეგში ჩანაწერი პოდკასტის სახით გამოუშვან. ამ დროისთვის ეს განახლება არ არის ხელმისაწვდომი.