Engadget-ის ცნობით Facebook სამაგიდო ვერსიის ახალ დიზაინზე სექტემბერში გადავა და უარს იტყვის ძველზე. ამის შესახებ კომპანიამ მომხმარებლები მხარდაჭერის გვერდზე გააფრთხილა.

Facebook-ის ძველი დიზაინი

სოციალურმა ქსელმა ახალ დიზაინზე მუშაობა გასული წლის აპრილში დაიწყო. ცვლილებები შეეხება საიტსა და აპლიკაციას – დეველოპერები ზევით მოაშორებენ ლურჯ “ქუდს” და გაფორმების ტონები უფრო ნათელი იქნება. გარდა ამისა, კომპანიაში გვპირდებიან, რომ უფრო გამარტივდება ნავიგაცია და ჩატვირთვის სიჩქარეც გაიზრდება. საიტი მიიღებს მუქსა და ნათელ თემას, ხოლო თეთრ-ლურჯ გაფორმებაზე, რომელიც სერვისის დაფუძნებიდან დიზაინის გადამწყვეტი შტრიხი იყო, უარს იტყვიან.

Facebook-ის ახალი დიზაინი

მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ განახლებული დიზაინი ყურადღების ცენტში მომხმარებლის გარემოცვას აყენებს. მომხმარებლი შეძლებს საზოგადოებრივი სიახლეები ცალკე ჯგუფების განყოფილებაში ნახოს, ხოლო ჯგუფები ახალ ფუნქციონალს მიიღებენ, მაგ. დასაქმებასთან დაკავშირებულ ჯგუფებში შესაძლებელი იქნება ვაკანსიების შაბლონების შექმნა, ხოლო გეიმინგ ჯგუფებში ცალკეული ჩატები იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა სოციალური ქსელი გვპირდება რეკომენდაციების სისტემის გაუმჯობესებას ჯგუფების ძიებისთვის.

Facebook-ის ახალი დიზაინის სახელია FB5

წინა სტატიაApple კულინარიული რეცეპტების აპლიკაციისგან ლოგოს შეცვლას მოითხოვს
შემდეგი სტატიაEpic Games – FreeFortnite ჩემპიონატს ჩაატარებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი