მეტასამყაროები Minecraft-ში შესაძლებელია რამდენიც გვინდა იმდენი შევქმნათ. მათი გაშვება ადვილია ძვირადღირებული გარნიტურების გარეშე და მათი გაფუჭებაც ადვილია. ასეთია შემოქმედებითი თავისუფლების ფასი, რომელსაც ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Meta ვერ მოგვცემენ, თვლის ჟურნალისტი კლაივ ტომპსონი.

როგორი იქნება მეტასამყარო ჯერ კიდევ არავინ არ იცის. 2021 წლის ოქტომბერში მარკ ცურეკრბერგმა Facebook-ის რებრენდინგისას თავისი ვერსია წარმოადგინა სადაც საკუთარი ავატარით ტური მოაწყო ვირტუალურ ბინაში, რომელიდანაც იშლებოდა ხედები ტროპიკულ კუნძულზე, თოვლიან მთებზე და კოლეგებთქნ ერთად ითამაშა კარტი კოსმოსური ხომალდის კაბინაში.

New York Times-ის და Wired-ის ჟურნალისტისთვის, კლაივ ტომპსონისთვის ეს ყველაფერი ნაკლებად განსხვავდებოდა ნებისმიერი სხვა მომავლის პრეზენტაციისგან, რომელსაც გვთავაზობენ ვირტუალური და დამატებითი რეალობის ტექნოლოგიები.

ცუკერბერგის მეტასამყარო – ეს არის სტერილური, კორპორაციული წარმოსახვის პლასტილინის სამყარო. უსიცოცხლო “ნაგავი”, როგორც იტან ცუკერმანმა თქვა, რომელშიც ფანჯრებზე აფარებულია ტროპიკების გამოსახულება, რომელზეც ფოთოლიც კი არ ირხევა.

კლაივ ტომპსონი

ტექნოლოგიური კომპანიები გვპირდებიან, რომ მათი აბსტრაქტული მეტასამყარო შეცვლის ცხოვრების ჩვეულ რითმს და საშუალებას მოგვცემს ვეურთტიერთოთ მეგობრებს, დავტკბეთ ხელოვნებით, ვიაროთ კონცერტებზე, შევქმნათ, ვითამაშოთ და ვიმუშაოთ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან. და ყველა ისინი რა თქმა უნდა ცდილობენ ეს ყველაფერი კონკურენტებზე სწრაფად შექმნან. მართალია პრეზენტაციას თუ დავუჯერებთ Meta-ს შემქმნელებს უხეირო სავაჭრო ცენტრი გამოუვათ, ამბობს ტომპსონი.

ამასობაში გაფურჩქნული, მრავალფუნქციური და ჩამთრევი სამყარო უკვე არსებობს და ეს არის Minecraft, რომლის მთავარი უპირატესობის აღწარმოება ტექნოლოგიური გიგანტებისთვის წარმოუდგენელია. ჟურნალისტმა სიცხადისთვის რამდენიმე მაგალითიც კი მოიყვანა.

Minecraft – დეცენტრალიზებული სივრცეა, რომელსაც არ ყავს ერთი მეპატრონე.

Meta აპირებს შექმნას ყველასთვის ერთიანი მეტასამყარო. Minecraft საშუალებას აძლევს მომხმარებელს შექმნას საკუთარი სამყაროები, დაიქირაოს სხვისი სერვერები, მოიწვიოს მეგობრები თავის სივრცეში ან შევიდეს სხვებთან და ითამაშოს ათეულობით ათას მომხმარებელთან ერთა მინი თამაშები. მაგ. სერვერზე Hypixel.

Mojang-ის დეველოპერებს, რომელიც ახლა Microsoft-ს ეკუთვნის არ შეუქმნიათ არც ერთი დახურული საზოგადოება და ამის ნაცვლად მათ საშუალება მისცეს მონაწილეებს შეექმნათ მრავალრიცხოვანი მეტასამყაროები ერთი ციფრული სივრცის ფარგლებში. ყოველი ცალკეული სამყაროს წესებს მისი შემქმნელი თვითონ ადგენს.

“კარგი იქნებოდა, თუ ტექნოლოგიური გიგანტები შქმნიან ინსტრუმენტებს დეცენტრალიზებული სამყაროებისთვის, მაგრამ ნაკლებად მოსალოდნელია მონოპოლისტებმა ეს გააკეთონ” – ფიქრობს ტომპსონი.

Minecraft – VR ტექნოლოგიის გარეშეც სასიამოვნოა და ძველ კომპიუტერებზეც ეშვება

ტექნოლოგიური კომპანიები ხშირად არ წარმოადგენენ თავიანთ მეტასამყაროებს სპეციალური ჩაფხუტებისა და სათვალეების გარეშე VR და AR სისტემებით. Minecraft ამასობაში თავისი მრავალმილიონიანი აუდიტორიით ამტკიცებს, რომ ჩაძირვის ეფექტის მისაღებად საერთოდ არ არის საჭირო მსგავსი ტექნოლოგიები.

თამაშის გაშვება შესაძლებელია ყველაზე იაფფასიან კომპიუტერზეც, რაც პროექტის წარმატების კიდევ ერთი ფაქტორია.

დეველოპერები საშუალებას გაძლევენ გაუშვათ თამაშის ძველი ვერსიებიც, რომ მომხმარებლებმა შეძლონ ადრე შექმნილი სამყაროები. “Minecraft-ის ტექნოლოგიები უკუ-თავსებადია და მისი მეტასამყაროები არ გამოდიან მწყობრიდან” – ამბობს ტომპსონი.

Minecraft არა მხოლოდ ახალისებს არამედ მოითხოვს შემოქმედებითობას

კრეატიული თავისუფლება თამაშში უბრალოდ სასიამოვნო ბონუსი არ არის. თუ ამ ვირტუალურ სამყაროში არაფერს არ შექმნი მაშინ საქმეც არაფერი გაქვს, წერს ჟურნალისტი.

“გადარჩენის” რეჟიმში საჭიროა ააშენოთ თავშესაფარი, იარაღი, მოიპოვოთ საკვები და ყველაფერი ეს შესაძლებელია, თუ მომხმარებელი მოძებნის გზებს გამოიყენოს ვირტუალურ სამყაროში წარმოდგენილი მასალები.

ტექნოლოგიური კორპორაციებისთვის მომხმარებლის მიერ საკუთარი სამყაროს შექმნის იდეა მეორეხარისხოვანია. კარგი იქნება თუ ეს მინმალურად შესაძლებელი იქნება მაგრამ ბაგების გარეშე ამის მიღწევა წარმოუდგენელია. კორპორაციების მთავარი ამოცანა მომხამრებლის ჯიბიდან ფულის ამოღება უფროა.

Minecraft-ის საკუთარ თავზე მორგება უფრო ადვილია

მათთვის ვინც გრაფიკასა და დიზაინში ერკვევა შესაძლებელია საკუთარი ტექსტურების და სკინების შემოტანა ავატარებისა და ობიექტებისთვის. პროგრამირების მცოდნე მომხმარებლებს შეუძლიათ ელემენტების, სცენარების და მოდების შექმნა, რომელიც თამაშის პროცესს ცვლის.

თამაშის შემქმნელებმა გააზრებულად მისცეს ფანატებს დამატებითი კონტროლი სივრცეზე, რისი წყალობითაც მოთამაშეებს არ ბეზრდებათ Minecraft და ახალ მომხმარებლებსაც იზიდავენ. მოთამაშეები თვითონ აუმჯობესებნ სამყაროებს და ზრდიან საკუთარ შესაძლებლობებს.

ტომპსონისთვის, როგორც თვითონ ამბობს ძნელი დასაჯერებელია, რომ ტექნოლოგიური გიგანტები ნებას მისცემენ მომხმარებლებს შექმნან საკუთარი მეტასამყაროებში ის რაც მათ სურთ.

Minecraft-ში წესების დარღვევა შესაძლებელია

რაც უფრო მეტი მომხმარებელია ერთ სერვერზე, მეტია შანსი, რომ სამყაროში ბაგები წარმოიქმნას. საკუთარი სცენარების გაშვებამ შესაძლოა საერთოდ “დაანგრიოს” კოდი. თუმცა ასეთია შემოქმედებითი თავისუფლების ფასი, ხუმრობით ამბობს ჟურნალისტი: Minecraft-ში ადვილია რაღაც ახლის შექმნა და ძველის განადგურება.

მართალია მოთამაშეებს ნაკლებად ადარდებთ ეს. ისინი მადლობელი არიან, რომ აკონტორლებენ საკუთარ სივრცეებს და აცნობიერებენ, რომ შესაძლებლობებთან ერთან იზრდება პასუხისმგებლობაც. ამავდროულად იციან, რომ უკიდურეს შემთხვევაში სამყაროს თავიდან გაშვება და არეზერვო ასლების ამოღებაცაა შესაძლებელი.

ჩემმა შვილმა ამას წინათ რაღაც ახალი სამყარო გაუშვა minecraft-ის შეუსაბამო ვერსიაში. შედეგად წირილებმა დელფინების სახე მიიღეს და ხმელეთზე დაცოცავდნენ, ხოლო მტრული ჩონჩხები მათ ხის კოსტიუმებში ესხმოდნენ თავს. ჩემი შვილის ავატარზე ამასობაში რაღაც საჭმლის სკინი იყო დადებული.

სწორედაც ასეთია რეალურად გასართობი მეტასამყარო – უწესრიგო და არა იდეალური მოსაცდელი დარბაზი აეროპორტში, რომელსაც ცუკერბერგი აშენებს.

კლაივ ტომპსონი

ფანატები უბრალოდ არ თამაშობენ Minecraft-ს

მომხმარებლები Minecraft-ში დროს იმიტომ ატარებენ, რომ ეს თამაშია, რომელსაც გარკვეული მიზანი აქვს: მისცეს ადამიანს თავისუფალი გარემო, რომელშიც შეიძლება წინასწარ განსაზღვრული სცენარებით “გადარჩენა” და “კრეატიულ” რეჟიმმში ყოფნა.

მხოლოდ პროცესში მიხვდნენ ფანატები, რომ არა მხოლოდ შენება, არამედ მეგობრეთან ურთიერთობაცაა შესაძლებელი. შესაძლებელია თამაშების შქმნა და ჩატარება დაYouTube სერიალების გადაღებაც კი. “თუმცა თავდაპირველი ჩანაფიქრი მხოლოდ თამაში იყო” – ამბობს ჟურნალისტი.

ამიტომაც “კორპორაციული ოცნება” ღია სოციალურ სამყაროზე, რომელსაც Meta ქმნის, ტოპმპსონის აზრით ცარიელია. მისი სიტყვებით ადამიანებს არ აქვთ უბრალო მიზეზი იქ შევიდნენ, ეურთიერთონ ვიღაცეებს მათ სხვა გზებითაც შეუძლიათ.

თამაშში არ არის საჭირო დახარჯოთ, მაგრამ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ

ჟურნალისტი ამბობს, რომ ზოგიერთი ფანი Minecraft-ის საშუალებით გამოიმუშავებს კიდევაც სოლიდურ თანხებს. ზოგიერთი გადასახადს საკუთარ სერვერებზე წვდომაში ითხოვს, ზოგიერთი მშენებლობის ოსტატობას აჩვენებს და შემოსავლებს YouTube არხზე ამის ჩვენებით იღებს. ზოგიერთი კი ფულს შიდა მრავალმომხმარებლიანი თამაშებიდან იღებს.

ბევრი რამ, რასაც ვენჩურული ინვესტორები და ტექნოლოგიური გიგანტები მოელიან უკვე არის თამაშში. თუნდაც Meta-ს Oculus-ის ინჟინერი ჯონ კარმაკი ამაბობს, რომ Minecraft და Fortnite ყველაზე ახლოსაა მეტასამყაროსთან ვიდრე ის რაც შეუქმნია ან შექმნის Meta.

ასე რომ კორპორაცეიბმა შესაძლოა ჯობდეს შეწყვიტონ ველოსიპედის გამოგონება და გამოცდილება Minecraft-ისგან აიღონ, რომელშიც მომხამრებლები ათეულობით საათს ატარებენ.

წინა სტატიაApple სთხოვს მთავრობებს გადაიხადონ საფულეში ციფრული პასპორტების დამატების ფუნქციისათვის
შემდეგი სტატიაროგორ მოუსმინოთ მუსიკას Spotify-ზე

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი