აბსოლუტურად ფანტასტიური ვარპ-ძრავი საინტერესოა იმით, რომ მისი მუშაობის პრინიციპი არანაირად არ არღვევს ფიზიკის კანონებს. მსგავსი მოწყობილობის შექმნისთვის საჭირო იქნება არ არსებული მატერიალები შეუძლებელი თვისებებით. მაგალითად მატერიალი უარყოფითი ენერგიის სიმკვრივით. მიუხედავად ამისა გერმანელმა ფიზიკოსმა შეიწავლა ადრინდელი ნაშრომები ამ თემაზე და გამოსავალი იპოვა, რომელიც საშუალებას იძლევა თეორიულად აღვწეროთ გადაადგილების მეთოდი, რომელიც არ მოითხოვს ეგზოტიკურ და ანომალიურ მატერიას.

პრაქტიკულად ნებისმიერი კოსმოსური ფანტასტიკა ამა თუ იმ ფორმით მოიცავს სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილების კონცეფციას. რა თქმა უნდა ძალიან მოსაწყენი იქნება ფილმი სადაც ათასობით წელი ჭირდებათ ერთი ვარსკვლავიდან მეორემდე მისაღწევად. ასეთია დღევანდელი რეალობა, რადგანაც აღმოჩენილი კანონების თანახმად სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილება შეუძლებელია. მეცნიერები არ არან ამით კმაყოფილია და ამიტომაც ისინი ცდილობენ გვერდი აუარონ ფარდობითობის თეორიის შეზღუდვებს.

გერმანელმა მეცნიერმა ერიკ ლენცმა გეტინგენტის უნივერსიტეტიდან საინტერესო სამეცნიერო კვლევა გამოაქვეყნა Classical and Quantum Gravity-ში.

ნაშრომში ლენცი წარმოგვიდგენს ახალ ორიგინალურ გადაწყვეტილებას აინშტაინის სივრცე-დროის გამრუდების განტოლებისთვის. ფაქტიურად მისი აზრით არსებობს გამრუდების ისეთი კონფიგურაცია, რომლის დროსაც საჭირო არ არის უარყოფით ენერგია. ერიკის მოდელში სივრცე-დრო წარმომნის სოლიტონებს – კომპაქტურ მდგრად ერთეულ ტალღებს, რომელბიც ინარჩუნებენ ფორმას და მუდმივ სიჩქარეს არასტაბილურ გარემოში.

რა თქმა უნდა არის ნიუანსი: მიუხედავად მთელი თეორიული რეალისტურობისა მსგავსი ტალღის შესაქმნელად საჭირო იქნება ფანტასტიურად დიდი ენერგია. 100 მეტრი რადიუსის მქონე სტაბილური ბაბლის შესაქმნელად საჭირო იქნება სამი ათეული იუპიტერის მასის ენერგიის დახარჯვა. თუმცა ეს გაცილებით ადვილია ვიდრე უარყოფით სიმკვრივის ენერგიის მქონე მატერიის შექმნა.

ლენცი აღნიშნავს, რომ გამოთვლებისას მან უკვე იპო რამდენიმე საშუალება მოდელის ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის. თუ გავითვალისწინებთ სხვა საემცნიერო შერომებსაც შესაძლოა მსგავსი ბაბლისთვის საჭირო ენერგიის 30-60 თანრიგით შემცირება.

წინა სტატიატვიტერი ხმოვანი ჩატების გაშვებას უკვე აპრილში აპირებს
შემდეგი სტატიაSamsung-მა ახალი 512 GB DDR5 ოპერატიული მეხსიერების მოდული წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი