ადამიანის თვალის ფერადი გარსი საჭიროა იმისთვის, რომ დამოუკიდებლად აკონტროლოს შუქის რაოდენობა, რომელიც თვალის ბადურას აღწევს, ისევე როგორც ამას კამერის აპარტურა აკეთბს. ჩვეულებრივი ფოტოაპარატების ოპტიკური სისტემაც სწორედ მსგავსი პრინციპით მუშაობს, რისი წყალობითაც გდანათებული ფოტოებისგან ვართ დაცული. ტამპერეს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შექმნილი “ხელოვნური ფერადი გარსი” ავტონომიურად იცვლის ფორმას შუქის ინტენსივობბის მიხედვით.

ჭკვიანი ფოტონური მატერიალების კვლევის ჯგუფმა ხელოვნური ფერადი გარსი შუქმგრძნობიარე თახევადკრისატალური ელასტომერისგან შექმნა. გუნდმა პროცესში ისეთი ტექნოლოგიები გამოიყენა, რომლებიც დღეს LCD ტელევიზორებში და სმარტფონის ეკრანებშია გამოყენებული. “ხელოვნური ბადურა კონტაქტურ ლინზას გავს, რომლის ცენტრიც იხსნება და იხურება მასზე დაცემული შუქის ინტენსივობის მიხედვით” – ამბობს პროფესიორი არრი პრიიმაგი.

მკვლევარებს იმიედია აქვთ, რომ ძალიან მალე შეძლებენ იმპლანტირებადი ბიოსამედიცინო მოწყობილობის შექმნას. მანამდე კი მათ მოუწევთ გამოგნების იმ დონემდე დახვეწა, რომ განათების ძალიან მცირე ცვლილებებზეც კი რეაგირებდეს მათი მოწყობილობა. მათ ასევე მოუწევთ მოწყობილობის წყლიან გარემოში ამოუშავება. ხელოვნური ფერადი გარსი ჯერ კიდევ შორს არის იმისგან, რომ ჩვენი თვალის ფოსოში დაიკავოს ადგილი, თუმცა პირველი ნაბიჯები ამ მიზნისკენ უკვე გადადგმულია.

წყაროTampere University of Technology
წინა სტატიაგამოჩნდა iPhone 8-ის პირველი რეალური ფოტოები
შემდეგი სტატიაNintendo ლეგენდარულ SNES კონსოლს გააცოცხლებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი