ლაზერული პროექტორები ძვირი სიამოვნებაა და განსაკუთრებით ძვირი პორტატიული მოდელები ჯდება. ამიტომაც LG-ის 1 500 დოლარიანი ლაზერული პროექტორი მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც შედარებით იაფია და მისი გადატანაც დიდ სიძნელეებთან არ არის დაკავშირებული.

დაახლოებით 2 კილოგრამიანი მოწყობილობა, რომელიც რაგბის ბურთის ზომისაა საშუალებას იძლევა 2 000 ლუმენის სიკაშკაშე მივიღოთ 120 დიუმის ზომის გამოსახულების პროეცირებისას 1080p გარჩევადობით. რა თქმა უნდა ცუდია, რომ მას 4K ვიდეოს ჩვენება არ შეუძლია. რა თქმა უნდა მოწყობილობას აქვს დამატებითი HDMI პორტები, აუდიოს გამომყვანი და USB პორტები. მას ასევე Bluetooth-ის მხარდაჭერაც აქვს ყურსასმენებისა და პორტატიული სპიკერებისთვის.

პროექტორი webOS-ით იმართება და ჭკვიანი ტელევიზორის სრული ფუნქციონალი. LG ProBeam ხელმისაწვდომია სხვა და სხვა ონლაინ მაღაზიებში, მათ შორის Newegg-სა და B&H-ზე

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here