ადამიანების უმრავლესობას სმარტფონებმა ვიდეოკამერები და ფოტოაპარატები შეუცვალა. ამიტომაც მწარმოებლები მუდმივად მუშაობენ მობილური ფოტოგრაფიის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ახალი LG V30-მა ორმაგი კამერა მიიღო 16 მეგაპიქსელიანი სენსორით, 71 გრადუსიანი ხედვის კუთხით და შუქის ძალით f/1.6,  ასევე 13 მეგაპიქსელიანი მოდულით 120 გრადუსიანი კუთხით და f/1.9 შუქის ძალით. კამერის შესაძლებლობების შეფასება დევიდ ფრანკომ გადაწყვიტა, რომელიც ისეთი ცნობილი სერიალების რეჯისორია, როგორიცაა Game of Thrones და Broadwalk Empire.

“როცა თან არ მაქვს კამერა და ციფრული სარკული ფოტოაპარატი, გადაღებისთვის ჩემს სამრტფონს ვიყენებ, მაგრამ ეს საკმარის ხარისხს არ მაძლევს. მე დამაინტრიგა V30-მა, რომელსაც კინემატროგრაფიული შესაძლებლობები აქვს და მისი გამოყენებისას ყოველდღიური პირადი გადაღებებისთვის აღმოჩნდა, რომ ის ნებისმიერ სხვა სმარტფონზე უკეთესია, რომელიც მქონდა. უნდა ვთქვა, რომ მისი შესაძლებლობები ვიდეოს გადაღებისთვის მაღალი კლასისაა. ჩემზე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა” – თქვა დევიდ ფრანკომ LGV30-ის პრეზენტაციაზე ბერლინში.

ასევე რეჟისორმა აღნიოშნა Cine Effect რეჟიმი, რომლის საშუალებითაც ვიდეოზე შეიძლება ფილტრების დადება, რითაც კინემატოგრაფილული ხარისხი მიიღება.

“Cine Effect რეჟიმით თქვენ შეძლებთ შექმნათ ხასხასა და მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლები. ეს საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ ფერთა პალიტრები ფერთა სქემების შესაქმნელად, რომელსაც თქვენ ფილმებში ხედავთ. ამა შენიძლება თქვენი ვიდეო საშინელი და ბნელი გახადოს ან ნათელი და მშვენიერი – იმის მიხედვით თუ რომელი ვარიანტი მოგწონთ”

ამის გარდა ფანკომ Point Zoom ფუნქციონალი შეაფასა, რომელიც გამოსახულების მასშტაბირებას სერიოზული დანაკარგების გარეშე ახორციელებს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here