სერიის ორივე მოდელს აქვს Qualcomm-ის მძლავრი პროცესორები, AMOLED ეკრანი, დიდი მოცულობის აკუმლატორები და სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. ამავდროულად Pro მოდელს ფლაგმანური დონის კამერა აქვს.

Redmi Note 10 Pro აღჭურვილია 6,67 დიუმიანი AMOLED ეკრანით DotDisplay და 120 ჰერცი სიხშირე აქვს. დაცულია Corning Gorilla Glass 5 შუშით. მოწყობილობა მუშაობს Qualcomm Snapdragon 732G ჩიპსეტზე, 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 გიგაბაიტი ჩაშენებული მეხსიერება აქვს. ავტონომიურობას უზრუნველყოფს 5020 მა/სთ მოცულობის აკუმლატორი 33 ვატიანი სწრაფი დამუხტვით.

კიდევ ერთი თავისებურებაა 108 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა Dual Native ISO ტექნოლოგიით. არის ღამის რეჟიმის მხარდაჭერა.

Redmi Note 10 Pro ხელმისაწვდომი იქნება სამ ფერში.

Redmi Note 10 აღჭურვილია 6,43 დიუმიანი AMOLED DotDisplay ეკრანით. კამერის მოდული აქ 48 მეგაპიქსელიანია. დანარჩენი მონაცემები თითქმის იდენტურია.

წინა სტატიაSamsung-მა ახალი 512 GB DDR5 ოპერატიული მეხსიერების მოდული წარმოადგინა
შემდეგი სტატიაERC – VERTICA-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი