ყველასთვის მოულოდნელად კომპანია Google-მა Android 0-ს პირველი ბეტა ვერსია გამოუშვა. სწორედ ასევე მოიქცა საძიებო გიგანტი გასულ წელსაც და როგორც ჩანს ეს უკვე ყოველწლიური ტრადიცია ხდება. რიგითი ნომერი და სახელი მოგვიანებით ფინალური რელიზისთვის გახდება ცნობილი, რომელიც ზაფხულის ბოლოსკენ ან შემოდგომის დასაწყისში არის მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა უკვე ცნობილია ყველა სიახლე და ცვლილება რაც ახალ საოპერაციო სისტემაში იქნება.

Android 7.0-დან დაწყებული სისტემას შეუძლია აპლიკაციების გარკვეული მოქმედებების შეზღუდვა ფონურ რეჟიმში. Android O-ში Google-ის დეველოპერებმა უფრო მეტი მოინდომეს და ენერგიის ეკონომიაზე იმუშავეს და სისტემა ყველაფერს მომხმარებლის ჩარევის გარეშე აკეთებს. ახალი შეზღუდვები მონაცემების ფარულ გადაცემას (სხვა აპლიკაციებზე სიგნალების გაგზავნა) ფონური სერვისები (მოქმედებები, რომელსაც აპლიკაცია ეკრანზე გამოსახვის გარეშე ასრულებს) და ლოკაციის განახლებები სრულიად ავტომატიზებულია.

Android O-ში შეტყობინებების ახალი არხები დაინერგა, რომელიც შეტყობინებებს დააჯგუფებს მათი ტიპების მიხედვით. შეტყობინებები ძველებურად აპლიკაციის მიერ იმართება, რომლებისთვისაც ისინი არის განკუთვნილი, მაგრამ მომხმარებელს შეუძლია მოაწყოს მათი გამოსახვის რეჟიმი არხების მიხედვით. მაგალითისთვის ტელეფონის მფლობელს შეუძლია სიახლეების შემცველი შეტყობინებების გამოსახვის წესები და თუნდაც მუსიკალური ფლეერის მართვის მეთოდები.

სისტემას ავტომატურად შევსების პლატფორმა დაემატა, რომელიც უკეთეს უსაფრთხოებასა და განმეორებადი მონაცემების შენახვის საშუალებას იძლევა. ახალი API-ს საშუალებით ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია ამოარჩიოს მონაცემების წყარო ავტომატური შევსებისათვის, ხოლო აპლიკაციებს, რომლებსაც ეს მონაცემები სჭირდება არ მოუწევთ სერვისის სახით მუშაობა. მაგალითად პაროლების მართვის პროგრამა შეძლებს დაუკავშირდეს ავტომატური შევსების API-ს და მომხამრებლი შეარჩევს მას საჭიროების შემთხვევაში ისევე, როგორც ახლა ირჩევს კლავიატურას. ასევე შესაძლებელი ხდება აპლიკაციის შექმნა, რომელიც გლობალური საცავის სახით იმუშავებს და ავტომატურ შევსებას განახორციელებს კონკრეტულ აპლიკაციაზე მიბმის გარეშე.

“სურათი სურათში” ფუნქციის გაშვების შემდეგ Android TV-ში Google-მა ასეთივე შესაძლებლობა სმარტფონებზე განახორციელა. თუ აპლიკაცია მხარს უჭერს ამ პარამეტრს, მომხმარებელი შეძლებს YouTube-ის ვიდეოს პატარა ფანჯარაში გამოტანას და ამავდროულად სხვა აპლიკაციასთან მუშაობას.

Android O-ში შრიფტების მხარდაჭერა გამოჩნდა როგორც რესურსის ტიპი. ეს იმას ნიშნავს, რომ შრტიფტების განსაზღვრა ისევე იქნება შესაძლებელი, როგორც ფერების და სახვა მახასიათებლების, რომელიც XML ფორმატში ინახება. დეველოპერები შეძლებენ მეტი კონტროლი იქონიონ შრიფტებზე და სტილებზე, რომლებსაც ისინი იყენებენ, რაც საბოლოოდ აპლიკაციებში განსხვავებული შრიფტების გამოყენებას ხდის შესაძლებელს.

Pixel Launcher-ში ადაპტიური ხატულები დაემატა, ხოლო Android O-ში ეს ფუნქცია მთელი სისტემის მასშტაბით იმუშავებს. შესაძლებელი იქნება სხვა და სხვა ორმის ნიღბების გამოყენება, რომლებიც ხატულის გარე საზღვრებს განსაზღვრავს. ამის გარდა მათი ანიმაციაც არის შესაძლებელი. ადაპტიური ხატულები მხარდაჭერილი იქნება ლანჩერში, მალსახმობებში, მოწყობილობის პარამეტრებში, გაცვლის მენიუში და აპლიკაციების სიაში.

გარდა ამისა ხატულაში გამოტოვებული შეტყობინებების რაოდენობის მითითებაც გახდა შესაძლებელი, თუ რა თქმა უნდა აპლიკაციას ექნება ამის მხარდაჭერა.

აპლიკაციების დეველოპერები შეძლებენ გამოიყენონ ფართო მოცულობის ფერთა პროფილები მოწყობილობებზე, რომელთა ეკრანები ამის საშუალებას იძლევა. ეს პროფილებია Adobe RGB, Pro Photo RGB და DCI-P3.

Android O-ში იცვლება მოწყობილობებს შორის კავშირის პრინციპები:

  • მაღალი ხარისხის ხმის გადაცემა Bluetooth-ით Sony LDAC კოდეკით განხორციელდება.
  • Neighborhood Aware Networking იმუშავებს Wi-Fi Aware სპეციფიკაციის თანახმად. მოწყობილობები მისი მახარაჭერით შეძლებენ ცენტრალური დაშვების წერტილის გარეშე ერთმანეთთან კომუნიკაციას.
  • სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა მხარს უჭერს აპლიკაციების ერთმანეთთან კავშირის ახალ საშუალებებს, რომლებსაც მობილური ოპერატორები გვთავაზობენ. ახალი API-ს საშუალებით ტელეფონის აპლიკაციის გარეშე გახდება შესაძლებელი გამოძახებების შესახებ მონაცემების მიღება. ეს მონაცემები გადაგზავნადი იქნება და მათი მართვა Bluetooth-ით იქნება შესაძლებელი.

Android O-ში შესაძლებელი იქნება კლავიატურის ისრებით ნავიგაცია რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა Chromebook-ების მომხმარებლებისთვის.

ახალი AAudio API სპეციალურად შეიქმნა იმ აპლიკაციებისთვის, რომლებსაც მაღალი წარმადობის აუდიო სიგნალის გადაცემა ჭირდებათ მინიმალური დაყოვნებით. აუდიო მონაცემების წაკითხვა და ჩაწერა შესაძლებელია ჩვეულებრივი სტრიმინგის საშუალებით, ხოლო AAudio API მისი გადანაწილებისა და შეყოვნების მართვას შეძლებს. AAudio API-ს პირველი ვერსია ჯერ არ არის მზად, მაგრამ დეველოპერებს მისი მოსინჯვა უკვე შეუძლიათ.

Android O-ში შესაძლებელი გახდა მულტიპროცესორული რეჟიმის გამოყენება WebView კომპონენტისთვის და მასში ახალა ჩაშენებულია API, რომელიც დეველოპერს საშუალებას მისცემს გმოასწოროს შეცდომები. ამით გაუმჯობესდება სტაბილურობა და უსაფრთხოება იმ აპლიკაციებში, რომლებიც ვებ-პროგრამირების ენებზეა შექმნილი.

Android-ის შემდეგ ვერსიაში Java-ს ახალი ვერსიის API გახდა ხელმისაწვდომი, მათ შორის ახალი java.time API, რომელიც Java 8-ში იქნა წარმოდგენილი. ოპტიმიზაციის შედეგად გაიზარდა აპლიკაციების წარმადობა და სტაბილურობა, რომლებიც Android O-თვის შეიქმნება.

კიდევ ერთი ცვლილება არის პარამეტრების გადამუშავებული მენიუ. ყოველი განყოფილება ახლა უფრომ მეტ და სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს.

სპეციალური შესაძლებლობების სერვისი ახლა უკვე თითის ანაბეჭდების სკანერზე განხორციელებულ სვაიპებსზე რეაგირებს. იქნება თუ არა ეს ფუნქციონალი სისტემაში ავტომატურად გააქტიურებული ჯერ-ჯერობით უცნობია.

ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ უმთავრესი სიახლეებია, რომელიც Android O-ში აღმოვაჩინეთ, თუმცა მომავალში ახალ ბეტა ვერსიებთან ერთად შესაძლოა კიდევ უფრო მეტი სიახლე ვიხილოთ. Google სულ ოთხ ანაწყობს გამოუშვებს დეველოპერებისთვის ფინალურ რელიზამდე, რომელიც მიმდინარე წლის მესამე კვარტალში იქნება.

Android O-ს პიველი ბეტას გადმოწერა და მოსინჯვა შესაძლებელია Nexus 5X, Nexus 6P, Nexus Player, Pixel, Pixel XL და Pixel C მოწყობილობებზე. სისტემის განახლებისთვის საჭიროა Android Beta პროგრამაში გაწევრიანება. ამის გარდა დეველოპერების სატიზე უკვე არის Android O DP1-ის სისტემური ანარეკლები. ასევე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ანაწყობი არასტაბილურია და მისი ყოველდღიური ჩვეულებრივი მოხმარებისთვის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here