Android Dev Summit-ზე Google-მა წარმოადგინა Android 12L. საოპერაციო სისტემის ეს ვერსია სპეციალურადაა შექმნილი დიდი ეკრანის მქონე მოწყობილობებისათვის, რომელთა შორისაა პლანშეტები და კეცვადი სმარტფონები. გარდა ამისა წარმოადგინეს ახალი API და ინსტრუმენტები დიდი ეკრანის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებისთვის.

Google-ის განცხადებით Android 12L-ის საშუალებით მრავალამოცანიანობა უფრო მძლავრი და ინტუიტიური გახდება. გაუმჯობესდება სამომხმარებლო ინტერფეის, მათ შორის შეყობინებები, სწრაფი პარამეტრები, ბლოკირების ეკრანი, მთავარი ეკრანი და ბევრი რამ.

Android 12L-ში არის ამოცანების პანელი, რომელიც აპლიკაციების სწრაფ გადართვას და ეკრანის გაყოფას უზრუნველყოფს. ახლა ყველა აპლიკაცია ავტომატურად გადავა ეკრანის გაყოფის რეჟიმში იმ შემთხვევაშიც კი თუ პროგრამის ზომის შეცვლა შეუძლებელია.

Android 12L-ის გამოშვება 2022 წლის დასაწყისშია დაგეგმილიია, როცა ბაზარზე ახალი პლანშეტები გამოვა. კომპანია ასევე მუშაობს OEM მწარმოებლებთან უკვე არსებული მოწყობილობების ახალ სისტემაზე განახლებისთვის. წინასწარი ვერსია უკვე ხელმისაწვდომია დეველოპერებისთვის.

წინა სტატიაQualcomm Snapdragon 695 5G და კიდევ სამი ახალი ჩიპი
შემდეგი სტატიაIntel Alder Lake – მე-12 თაობის პროცესორები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი