DxOMark ლაბორატორიის სპეციალისტებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, რომლის ფარგლებშიც გამოიკვლიეს სმარტფონებზე როგორ შეიცვალა ფოტოსა და ვიდეოს გადაღების ხარისხი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ინფორმაცია ძალიან საინტერესოა, რადგან წლიდან წლამდე სხვადასხვა პრეზენტაციებზე გვაწვდიან ინფორმაციას გაუმჯობესებული კამერის შესახებ.

სმარტფონების ზომიდან გამომდინარე, არ არის საშუალება რომ დააყენონ დიდი ზომის სენსორები და ობიექტივები. მიუხედავად ამისა, შექმნელებმა შეძლეს რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში თითქმის ორჯერ გაეზარდათ ფოტოს გადაღების ხარისხი.

DxOMark-ის სპეციალისტები კამერის ხარისხს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით აფასებენ, მათ შორისაა ხმაური, სტაბილიზაცია, ფოტოს დამუშავების საშუალება, დინამიური დიაპაზონი, ექსპოზიცია, ავტოფოკუსი, კანის ფერი, ბოკეს ეფექტი და მაშტაბურობა.

2017 წლის შედეგების მიხედვით საუკეთესო სმარტფონები აღმოჩნდა Samsung Galaxy Note8, Huawei Mate 10 Pro, Apple iPhone X და Google Pixel 2.

შემდეგ კვლევაში ნაჩვენებია iPhone-ის კამერის ევოლუცია 5S-დან X-მდე.

ქვედა სურათზე ნაჩვენებია თუ როგორ გაუმჯობესმა Apple-ის სმარტფონების დინამიური დიაპაზონი წლების განმავლობაში.

ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს წინა ფონზე ბუნდოვანების შექმნის ფუნქციას.

DxOMark-ის ექსპერტების თქმით მომავალში სმარტფონების შექმნელები მეტ ყურადღებას მიაქცევენ 3D სკანირებას და შემოგვთავაზებენ კამერების სხვადასხვა კომბიანაციებს.

წინა სტატიაLG G7 საიდუმლო პრეზენტაციაზე აჩვენეს
შემდეგი სტატიაGoogle-მა Android P-ს გამოსვლის თარიღი დაასახელა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი