კომპანია Microsoft-მა Linux-ის მომხმარებლებისთვის Teams გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბეტა ვერსიაა მისი გამოყენება ყველასათვის შესაძლებელია. ხელმისაწვდომია პაკეტები deb და rpm ფორმატებში.

კორპორაციაში აღნიშნავენ, რომ Microsoft Teams არის პირველი აპლიკაცია Microsoft 365-დან, რომელიც Linux-ის მართვის ქვეშ გამოვიდა და ექნება უმთავრესი ფუნქციონალის მარდაჭერა.

Linux Foundation-ის აღამასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ზემლინმა აღნიშნა, რომ მოხარულია ამ ფაქტით და მიესალმება ყველა ინიციატივას, რომელც გაზრდის Linux-ის როლს კომერციული კომპანიებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ Teams-ის ლინუქს ვერსიას არ შეუძლია ეკრანზე და საოფისე აპლიკაციებზე წვდომის უზრუნველყოფა, თუმცა ეს პირველი ნაბიჯებია და მომავალში უფრო სრულყოფლ ფუნქციონალსაც ვიხილავთ.


პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here