Microsoft-მა ახალი Surface Go პლანშეტი გამოუშვა, რომელიც ამ ხაზში ყველაზე იაფი მოწყობილობაა, მისი ფასი 399 დოლარი იქნება და გამიზნულია იგივე აუდიტორიაზე რომელზეც 329 დოლარიანი და 9,7 დიუმიანი Appel iPad.

ტექნიკური მონაცემები:

  • Intel-ის მე-7 თაობის ორ-ბირთვიანი Pentium Gold 4415Y პროცესორი
  • წონა: 0,5 კგ.
  • 10 დიუმიანი ეკრანი, 1800×1200 გარჩევადობით და გვერდების შეფარდებით 3:2.
  • 4 – 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება.
  • 64 – 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება.
  • 9 საათამდე ავტონომიური მუშაობა.
  • 8 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა ავტოფოკუსით და 5 მეგაპიქსელიანი სელფი კამერა
  • Surface Connector-ზე დამატებულია USB-C პორტი, რომლითაც შესაძლებელია გაჯეტის დამუხტვა და გამოსახულების დამატებით ეკრანზე გამოტანა. ასევე არის microSD ბარათების სლოტი.

Surface Go მუშაობს Windows 10 S Mode საოპერაციო სისტემით, რომელშიც მხოლოდ Microsoft Store-ის აპლიკაციების გამოყენებაა შესაძლებელი, თუმცა მისი განახლება სრულფასოვან Windows 10-მდე უფასოდ არის შესაძლებელი.

4-გბ ოეპრატიული – 64 გბ შიდა მეხსიერების მქონე მოდელი 399 დოლარი ეღირება ხოლო 8 – 128-იან მოდელში 549 დოლარის გადახდა მოგიწევს. კლავიატურას, რომელიც ასევე დამატებითი აკუმლატორია კომპანია ჯერ კდიევ ცალკე ყიდის და მისი ფასი დამატებით 99 – 129 დოლარია. გარდა ამისა სურვილის შემთცევაში შეგიძლიათ სტილუსის და Bluetooth მაუსის ყიდვაც, რომლებიც შესაბამისად 99 და 35 ა.შ.შ. დოლარი ღირს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here