“არეალი” – ეს არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშომლობის ფარგლებში შექმნილი ხელოვნების ნიმუშებთან ვირტუალური ინტეგრაციის აპლიკაცია, რომელი გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიებას გამოიყენებს.

ამ ეტაპისთვის, აპლიკაციაში შეტანილია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენილი ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის 50-მდე ნამუშევრის ტექსტური და აუდიო ინფორმაცია.

ასევე აპლიკაციას დამატებული აქვს ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრებზე ფერის შეცვლის ფუნქცია.

აპლიკაცია „არეალის“ გამოყენება ეროვნულ გალერეაში არსებული პლანშეტების მეშვეობით ნებისმიერი დამთვალიერებლისთვისაა შესაძლებელი.

პროექტის შემდგომ ეტაპებზე, ვიზიტორთათვის აპლიკაცია ეროვნული მუზეუმის სხვა გამოფენებზეც იქნება ხელმისაწვდომი.

წინა სტატიაარასრულწლოვნების ინტერესების დაცვა ინტერნეტ-სივრცეში დარეგულირდება
შემდეგი სტატიაMicrosoft-ის ახალი ბიუჯეტური პლანშეტი – Surface Go

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი