Microsoft Office 2013 წლის შემდეგ ლოგოებს ანახლებს და მათ განსხვავებულ დიზაინს გვთავაზობს.

განახლებული Office-ის ლოგოები თანამედროვე მოთხოვნილებებსა და Fluent design-ის ესთეტიკას პასუხობს. როგორც დიზაინერი ჯო ფრიდმენი ამბობს, 2013 წლის შემდეგ სამყარო ძალიან შეიცვალა, ამიტომ საჭირო გახდა მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად მოქმედება.

შეგახსენებთ, რომ Microsoft ერთ-ერთი პიონერი იყო Flat დიზაინის მიმართულებით. წინა წელს კი Microsoft-მა Fluent design-ის კონცეფცია შემოგვთავაზა, რომელიც მეტ სიღრმეს, განსხვავებულ განათებასა თუ მოძრაობას გვთავაზობდა.

განახლებული ლოგოების ფოტოები:

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here