6 ოქტომბერს Microsoft-მა გამოაქვეყნა კომენტარი, რომელიც მომხამრებლების საჩივრებს ეხმაურება Windows 10-ის განახლების მიერ წაშლილ ფაილებს უკავშირდება.

კომპანიამ გადაწყვიტა შეაჩეროს განახლების გავრცელება სანამ ინციდენტს გამოიკვლევს. გარდა ამისა დაზარალებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დარეკონ Microsoft-ის ცხელ ხაზზე პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში. მათ ვისაც უკვე ჩამოტვირთული აქვს განახლება ურჩევენ, რომ თავი შეიკავონ დაყენებისგან.

Windows 10 – 1809 განახლება საიტზე 2 ოქტომბერს გამოჩნდა და მომხმარებლების საჩივრები დაკარგული ფაილების შესახებ რამდენიმე დღეში გავრცელდა.

პრობლემა სავარაუდოდ OneDrive ღრუბლოვან საცავშია. თუ ფაილები ლოკალურ დისკზეა და არ არის გადანახული ღღუბელში შესაძლოა ისინი დაიკარგოს.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here