ჯერ კიდევ HEC 2016-ზე მაიკროსოფტმა წარმოადგინა Windows 10 ARM პროცესორებისთვის. დიახ ეს ჩვეულებრივი სამაგიდო Windows 10-ია, რომელიც ARM პროცესორებზე მუშაობს და შეუძლია Win32 აპლიკაციების ემულაციის რეჟიმში გაშვება. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი დემონსტრაცია Qualcomm Snapdragon 820-ზე განხორციელდა ბევრ მომხმარებელს გაუჩნდა იმედი, რომ კომპანია Windows 10 ARM-ს არსებულ მოწყობილობებზეც გამოუშვებდა და უკიდურეს შემთხვევაში ფლაგმანურს სმარტფონებზე მაინც. თუმცა Microsoft-მა მოგვიანებით თქვა, რომ Windows 10 ARM ხელმისაწვდომი იქნებოდა Snapdragon 835 და უფრო ახალი პროცესორებისთვის.

გუშინდელ ინსაიდერულ სტრიმზე კორპორაციულმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბელფიორემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ Windows 10 ARM არ გამოვა მიმდინარე სმარტფონებზე, როგორიცაა Lumia 950/950XL.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here