ჩინეთში დასრულდა კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე ტესტირების პირველი ეტაპი. კვლევაში მონაწილეობა 108 მოზრდილმა ჯანმრთელმა მოხალისემ მიიღო. ერთ თვიანი პერიოდის განმავლობაში ჩატარებულმა ტესტმა საკმაოდ ოპტიმისტური შედეგი გამოიღო. ვაქცინას ქონდა სწრაფი იმუნური რეაქცია და თითქმის არ ქონია გვერდითი ეფექტები. ზოგიერთი გართულება და ციებ-ცხელება მხოლოდ ერთ მონაწილეს დაუფიქსირდა, თუმცა ანგარიშში არ არის ნათქვამი, რომ ეს მდგომარეობა ვაქცინის მიერ არის გამოწვული თუ ეს ავადმყოფობის სიმპტომია.

ახლა პეკინის ბიოტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეცნიერების წინაშე უფრო რთული მეორე ეტაპია, რომელიც ნახევარი წელი გაგრძელდება. მიღებული შედეგები ოპტიმისტურია, თუმცა იმის თქმა, რომ ვაქცინა ნაპოვნია ჯერ ნაადრევია.

მიმდინარე მომენტისთვის მსოფლიო ჯადნაცვის ორგანიზაცია იწყებს ტესტირების სერიას, რომლისთვისაც უკვე არჩევს ვაქცინის კანდიდატებს. ორგანიზაციას აკავებს მთელი რიგი მორალური და ეთიკური საკითხები: ერთის მხრივ ტესტირების მოხალისეებზე წარმოებამ შესაძლოა ათასობით ადამიანი გადაარჩინოს, თუმცა მეორე მხრივ ექიმები ვერ გაითვალისწინებენ ყველა საფრთხეს, რომელიც ამ მოხალისეებს შეიძლება შეემთხვათ.

VIALancet
წინა სტატიაChromium-ზე დაფუძნებული Edge ბრაუზერი უკვე Windows Update-ის საშუალებით ვრცელდება
შემდეგი სტატიაAndroid 11 – სმარტფონები, რომლებიც განახლდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი