პანდემიის ეფექტური კონტროლისთვის FDA-მ საკმაოდ ბევრი COVID-19 ტესტზე გასცა ნებართვა, მაგრამ უახლესი მოწყობილობა შესაძლოა ყველაზე დიდი ნაბიჯი აღმოჩნდეს სნეულებასთან ბრძოლაში. Abbott-მა მიიღო საგანგებო ავტორიზაცია მისი ტოსტერის ზომის ID NOW lab-in-a-box (ლაბორატორია ყუთში) მოწყობილობაზე, რომელსაც დიაგნოსტირება 5 წუთში შეუძლია, ხოლო უფრო ზუსტი პასუხის მიღება უკვე 13 წუთშია ხელმისაწვდომი. გარდა ამისა ეს პირველი ტესტია, რომელიც საავადმყოფოს გარეთ შეიძლება გაკეთდეს.

მოწყობილობა მოლეკულურ დონეზე ეძებს SARC-CoV-2 ვირუსის რნმ-ის ფრაგმენტს და აძლიერებს ამ სეგმენტს სანამ რაოდენობა საკმარისი იქნება დადასტურებისთვის. სხვა ტესტირების მეთოდები რამდენიმე საათს ან დღეს მოითხოვს, რომ მივიღოთ მისაღები შედეგი.

Abbott ჯერ ჯერობით წარმოების ხაზის აწტობის ეტაპზეა და ემზადება შემდეგი კვირიდან დღეში 50 000 ტესტის გამოშვებისთვის ა.შ.შ-ში. ID NOW პლატფორმას უკვე აქვს ყველაზე დიდი მოლეკულური ტესტირების გამოცდილება ამერიკაში და ხელმისაწვდომია კლინიკებში და სასწრაფო დახმარების განყოფილებებში. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა ა.შ.შ-მ შესაძლოა უფრო ეფექტურად იბრძოლოს პანდემიის წინააღმდეგ და ინფიცირებულებმა შეძლონ დროულად მიიღონ შესაბამისი დახმარება.

წინა სტატიათავდაპირველად Half Life: Alyx-ში იყო ლომი, თუმცა დეველოპერებს პრობლემები შეექმნათ
შემდეგი სტატიასპარკის ექსპერტები ონლაინ კონსულტაციას გაუწევენ მსურველებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი