ლომი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინსტრუმენტია კომპიუტერულ თამაშებში და ეს დიდწილად ლეგენდარული Half-Life-ის დამსახურებაა. მიუხედავად ამისა Half-Life: Alyx-ში მისი გამოყენების შესაძლებლობა არ არის. რა გახდა ამის მიზეზი? ამის შესახებ საინტერესო ისტორიას გვიამბობს ერთ-ერთი დეველოპერი.

თავდაპირველად თამაშში იყო ლომი – მისი საშუალებით მოთამშეს შეეძლო თავსატეხების ამოხსნა და მტერთან ბრძოლა, მაგრამ დეველოპერები მოულოდნელ სიძნელეებს წააწყდნენ, რომლის გადაწყვეტასას წელიწადზე მეტი დრო მოანდომეს, თუმცა საბოლოოდ მასზე უარი თქვეს.

“თამაშში ლომი ძალიან ბევრი რამისთვის გამოიყენებოდა, მაგაითად შეგეძლოთ მისი გაყოფა ფიცრებს შორის იყო შესაძლებელი და სხვა და სხვა ძნელად მისაწვდომი ნივთების აღებას აადვილებდა, მასზე ბევრი ფიზიკური თავსატეხი იყო გამობმული. მაგრამ შემდეგში ჩვენ პრობლემები შეგვექმნა” – ყვება Half-Life: Alyx-ის პროგრამისი რობი უოკერი. – “რეალურ ცხოვრებაში, როცა გიჭირავთ ლომი, თქვენ მას არ უყურებთ. VR-ში ეს ზუსტად ასევე მუშაობს, მაგრამ ის ხშირად გამოედება ხოლმე სხვა და სხვა საგნებს. მაგალითისთვის ის შეიძლება გამოედოს კარის სახელურს და ამ დროს მოთამაშე იჭიედება ისე, რომ წარმოდგენაც კი არ აქვს თუ რა ხდება. რეალობაში თქვენ იგრძნობთ რომ რაღაცას გამოედეთ, მაგრამ ვირტუალში ამისთანა შეგრძნება არ გვაქვს.”

რა თქმა უნდა ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც დეველოპერებს შეექმნათ. მათ მოიფიქრეს ხრიკი, რითაც ლომის ფიზიკა ითიშებოდა, როცა ის არ იყო მხედველობის არეში, თუმცა პრობლემები აქაც შეიქმნა და დეველოპერებმა ვერ შეძლეს სრულყოფილი საბრძოლო სისტემის შექმნა მისი გამოყენებით, რადგანაც მისით განხორციელებული დარტყმები ძალიან ცუდად იგრძნობოდა.

“მნიშვნელობა არა აქვს თუ რას ვეუბნებით ტესტრებს თამაშის დაწყებამდე. ლომის დანახვისთანავე ისინი ფიქრობდნენ, რომ გორდონ ფრიმენის როლში იყვნენ” – იხსენებს რობინ უოკერი.

საბოლოო ჯამში ლომი ამოიღეს თამაშიდან. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ლომი ფრიმენის ინსტრუმენტია და ალიქსს უნდა ქონდეს საკუთარი უნიკალური შესაძლებლობები, რომლებიც მის ხასიათს გაუსვამს ხაზს, რაც დეველოპერების პირველადი ამოცანა გახდა.

წინა სტატიავრცელდება თაღლითური შეტყობინებები WhatsApp-ის შესახებ
შემდეგი სტატიაLab-in-a-box – 5 წუთში ადგენს კორონავირუსით ინფიცირებას

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი