გეიმინგის ბიზნესი ძალიან მომგებიანია და განსაკუთრებით მაშინ, როცა Valve-ის მსგავსი კომპანიის მფლობელი ხარ. Forbes-ის ახალი მონაცემების თანახმად, გეიბ ნიუელის ქონება დაახლოებით 4,1 მილიარდი დოლარია. ეს უფრო მეტია ვიდრე ა.შ.შ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ფინანსური მდოგმარეობა, რომელსაც 3.7 მილიარდი უძრავი ქონების ბიზნესმა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ ეს შემოსავალი გეიბ ნიუელს არა მხოლოდ მისი სტუდიის თამაშებმა, არამედ ონლაინ მაღაზია Steam-მა მოუტანა. სერვისი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს PC-გეიმერებს შორის, რადგან პროდუქტების ძალაინ დიდი ასორტიმენტი აქვს და პერიოდულად მომხმარებელს მასშტაბურ ფასდაკლებებს თავაზობს. Reddit-ის მკითხველებმა უკვე დაიწყეს ხუმრობა, რომ ნიუელი ტრამპზე მდიდარია, ზოგიერთი თვლის რომ მისგან კარგი პრეზიდენტი გამოვიდოდა, ხოლო ზოგიერთი ნაწყენია Half-Life 3-ის გაუქმების გამო.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here