კომპანია Valve-ის გენერალურმა დირექტორმა გეიბ ნიუელმა ონლაინ კითხვა-პასუხში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. Reddit-ის მომხმარებლების მრავალრიცხოვან კითხვებზე პასუხებში ნიუელმა ბევრი სიახლე და დეტალი გაასაჯაროვა, რაც კომპანიის მომავალ პროექტებს და Half-Life 3-ის შესაძლო გამოსვლას ეხებოდა. Valve-ის ხელმძღვანელმა ასევე გამოთქვა თავისი პირადი დამოკიკდებულება სადაც განაცხადა, რომ სოლო თამაშებს შორის Portal 2 და მრავალმომხმარებლიანი თამაში Dota 2 უყვარს.

Valve-ის მომავალი გეგმების შესახებ ნიუელმა თქვა, რომ მისი გუდი ეძებს ახალ შესაძლებლობებს აპლიკეციების შექმნისავის და მათ შორის ხელოვნური ინტელექტიცაა.

“საჭიროა ახალი თამაშების შექმნის შესაძლებლობების გაფართოება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აპარატულ საშუალებებში ინვესტირება ძალიან ეფექტური იქნება. ამის გარდა განიხილება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივა, როემლიც ახლა ძალიან პოპულარულია. ჩვენ გვაქვს საკმარისი მონაცემები და გამოთვლითი სიმძლავრეები, რომლის საფუძველზეც შეიძლება ავაწყოთ მანქანური შესწავლის სისტემა”

ნიუელმა Source 2 ძრავის მომავალზეც ისაუბრა.

“ჩვენ ვიყენებთ Source 2-ს როგორც თამაშების შექმნის უმთავრეს ინსტრუმენტს. ჩვენ მასზე არა მხოლოდ Dota 2 გადავიყვანეთ, არამედ მას ჯერ კიდევ დაუანონსებელი რამდენიმე პროექტისთვის ვიყენებთ. საბოლოოდ ჩვენ გვინდა, რომ ყველა ვინც Valve-ში თამაშებზე მუშაობს ერთსა და იმავე ძრავას იყენებდეს”

კითხვაზე იგეგმება თუ არა Half-Life-ისა და Portal-ის მომავალი განვითარება ნიუელმა ძალიან მოკლედ უპასუხა: “შესაძლოა”. საინტერესოა, რომ ნიუელმა გარკვეული წუხილიც კი გამოთქვა Half-Life-ის გამო.

“Half-Life-ის შექმნისას მე უფრო მეტად ვიყავი ჩართული წარმოების პროცეში და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებდი. ახლა უკვე ვხედავ ამ თამაშებში ისეთ რაღაცეებს რაზეც ვწუხვარ. როცა თამაშს ქმნი, ყოველთვის გიწევს კომპრომისებზე წასვლა. იმისთვის, რომ გარკვეული ელემენტი დაამატო საჭიროა გაწირო სხვა რამ. როცა Half-Life-ზეა საუბარი, მე ყველაფერი ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან”

სესიის განმავლობაში Valve-ის მეთაურმა ასევე დაადასტურა Portal-ისა და Half-Life-ის მოტივებზე ფილმების გადაღების შესახებ, რომლებზეც ჯეი ჯეი აბრამსი მუშაობს. თუმცა არანაირი დეტალები და არც გამოსვლის სავარაუდო თარიღი არ დაუსახელებია.

 

VIAReddit
წინა სტატიაWindows 7-ის გამოყენება უკვე სასურველი არ არის
შემდეგი სტატიაVine-ის ვიდეოებმა სამუდამო არქივში გადაინაცვლა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი