გასულ პარასკევს იაპონიაში ყველაზე დიდი რაოდენობის კრიტოვალუტა მოიპარეს. ჰაკერებმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბირჟის CoinCheck-ის გატეხვა შეძლეს.

არსებული მონაცემებით თაღლითებმა 534 000 დოლარის ღირებულების NEM მოიპარეს. კომპანია NEM.io Foundation-ის პრეზიდენტმა, რომელმაც ბლოქჩეინ ტექნოლია NEM შექმნა, ამბობს რომ CoinCheck-ის ორგანიზატორები არ იყენებდნენ სმარტ-კონტრაქტებს მულტიხელმოწერით, რის გამოც შესაძლებელი გახდა ბირჟის გატეხვა.

როგორც კი ცნობილი გახდა მოპარვის შესახებ, CoinCheck-ის თანამშრომლებმა შეაჩერეს თანხის გატანის პროცედურები. კერძოდ გამოცხადდა ყველანაირი კრიპტოვალუტის და იაპონური იენის გატანის შეჩერება. მოგვიანებით სპეციალისტებმა შეაჩერეს შეაჩერეს ბიტკოინის გარდა სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობაც. ასევე დაიბლოკა ყველა ოპერაცია დეპოზიტებზე და საკრედიტო ბარათებზე.

CoinCheck-ის წარმომადგენლები უკვე ოფიციალურად იღებენ პასუხისმგებლობას და 400 000 დოლარის დაბრუნებას საკუთარი სახსრებით გეგმავენ.

წყაროreuters.com
წინა სტატიაGalaxy S9-ში ჰიბრიდული განბლოკვა იქნება
შემდეგი სტატიაIntel-მა Meltdown-ის შესახებ ჩინური კომპანიები უფრო ადრე გააფრთხილა ვიდრე შტატების მთავრობა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი