Intel ბევრ ტექნოლოგიურ კომპანიასთან თანამშრომლეობს Meltdown და Spectre მოწყვლადობების აღმოფხვრის მხრივს, მაგრამ პრობლემა იმაშია თუ ვისთან და როდის დაიწყო ამაზე მუშაობა. Wall Street Journal-ის წყაროს ცნობით Intel-მა პირველად საფრთხის შესახებ Alibabab და Lenovo-ს მსგავს ჩინურ კომპანიებს შეატყობინა ვიდრე შერთებული შტატების მთავრობას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთის მთავრობა მსგავს კომუნიკაციებს მუდმივად ამოწმებს არის ალბათობა, რომ მათ უკვე გამოიყენეს ეს უპირატესობა ინფორმაციის მოსაპოვებლად.

Intel-ის განცხადებით კომპანიამ ვერ მოასწრო მოწყვლადობის შესახებ დროულად შეეტყობინებია შტატების მთავრობისთვის. Lenovo ამბობს, რომ ინფორმაცია დაცულია NDA ხელშეკრულების ფარგლებში, ხოლო Alibaba მსგავს ბრალდებას “სპეკულაციას და უსაფუძვლოს უწოდებს”. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთის მთავრობას არ შეუძლია მათი გვერდის ავლით მოუსმინოს კომუნიკაციებს.

არ არის იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ჩინეთმა გამოიყენა მოწყბლადობები, თუმცა Intel-ის საქციელი საფრთხეს არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ამერიკულ კომპანიებს უქმნის, როგორიცა Apple, Microsoft, Google.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here