Intel კომპიუტერულ სამყაროში ლიდერობის გარდა ინოვაციებითაც გამოირჩევა და ხშირად სთავაზობს მომხმარებელს ახალი ტიპის პროდუქტებს. ამ კორპორაციის ერთ-ერთი ბოლო ქმნილება კი Next Unit of Computing სერიის მინიკომპიუტერებია. ჯერ კიდევ 2013 წელს დაწყებული პროექტი წელს ახალი მოწყობილობით განახლდა და მზის შუქი იხილა Intel Skull Canyon NUC-მა. თავად მინიკომპიუტერი არც ისე იაფია, როგორც ბევრი ვარაუდობდა, მისი ღირებულება $600-ს აჭარბებს, თუმცა ფასს აბალანსებს Skull Canyon NUC-ის პორტაბელურობა და კარგი ტექნიკური მონაცემები.

160629intelscnuc01

ზომით Skull Canyon NUC საშუალო ზომის ბლოკნოტისხელაა, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის საკმაოდ მძლავრ აპარატურას მოუყაროს თავი ესოდენ პატარა კორპუსში. CPU-დ ამ შემთხვევაში ოთხბირთვიანი i7-6770HQ გვევლინება, რომელიც 2.6 GHz სიხშირეზე ოპერირებს. Wi-FI, Ethernet, Intel HD Audio და Iris Pro 580 გრაფიკული ჩიპი ინტეგრირებულია. ოპერატიულ მეხსიერებაზეც გვსურდა ორიოდე სიტყვის თქმა, თუმცა Skull Canyon NUC-ს თანდართულად იგი საერთოდ არ გააჩნია. მომხმარებელს კი თავის მხრივ, მაქსიმუმ 32 გიგაბაიტი მოცულობის ლეპტოპებისათვის განკუთვნილი DDR4 ტიპის RAM მოდულების ჩამონტაჟება შეუძლია.  Skull Canyon NUC-ს ასევე არ მოჰყვება მყარი დისკი, სურვილის და უფრო სწორი იქნება აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ორიდან რომელიმე M.2 სლოტში SSD-ს მოთავსება და საბოლოოდ სრულყოფილი კომპიუტერის მიღება. ფაქტობრივად ნახევარკომპიუტერის გასაყიდად გამოტანისთვის Intel ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სრული კონფიგურაციის შემთხვევაში ფასი ბევრად მაღალი იქნებოდა და მომხმარებელესაც თავის გემოზე Skull Canyon NUC-ის მორგების ნაკლები საშუალება ექნებოდა. Skull Canyon NUC-ზე წინასწარ არცერთი ოპერაციული სისტემა არ გახლავთ დაინსტალირებული და მომხმარებელს თავად მოუწევს ფასიან თუ უფასო სისტემებს შორის არჩევანის გაკეთება და მინიკომპიუტერისთვის პროგრამული მხარდაჭერის გაწევა.

intel-skull-canyon-nuc-review-2

Skull Canyon NUC-ის წინა პანელი SD ბარათის სლოტს, აუდიო გამოსასვლელს და ორ USB 3.0 სტანდარტის პორტს უკავია. აქედან ერთი ყვითლადაა შეფერილი და განკუთვნილია სხვადასხვა მობილური მოწყობილობების დასატენად. უკანა პანელი უფრო მეტ ინტერფეისს იტევს. აქაა გარე კვების წყაროს შესაერთებელი ბუდე, გიგაბიტიანი Ethernet პორტი, ორი USB 3.0. ინტერფეისი, Thunderbolt/USB-C ტიპის შესაერთებელი და Mini DisplayPort. HD გამოსახულებისა და ხმის მოყვარულთათვის Intel-მა ასევე გაითვალისწინა HDMI ინტერფეისიც. რაც შეეხება Skull Canyon NUC-ის „შიგნეულობას“, აქ ყველაფერი კომპაქტურადაა განლაგებული და ერთი შეხედვით გადახურების საშიშროებას უნდა ქმნიდეს, თუმცა აქტიური გაგრილების მოდული ადგილზეა და ამ საფრთხეს ანეიტრალებს. ზოგადად ამ ტიპის მოწყობილობებზე არც მოითხოვება ოთახის ტემპერატურის შენარჩუნება.

Skull Canyon NUC-ის მთავარი დანიშნულება მის პორტაბელურობაში მდგომარეობს. სულ მარტივია მისი ტარება ხელჩანთის მეშვეობით, საკმარისია მისი მიერთება მონიტორთან, კლავიატურისა და მაუსის დაკავშირება და სრულფასოვანი კომპიუტერიც მზადაა. რა თქმა უნდა, მისგან არავინ მოელის სუპერდატვირთული გრაფიკული ან CAD გამოთვლების წარმოების უნარს, მაგრამ სტანდარტულ დავალებებს იგი წარმატებით უმკლავდება და ასე წარმოიდგინეთ, ზოგიერთი თამაშის კარგი fps-ით თამაშის საშუალებასაც კი იძლევა.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here