კომპანია ვერ უმკლავდება გაზრდილ მოთხოვნებს ნახევარგამტარების დეფიციტის გამო

  • გარიგება საშუალებას მისცემს Intel-ს გაზარდოს ნახევარგამტარების მიწოდება და ასევე გაზარდოს ა.შ.შ-სა და აზიაში ქარხნების რაოდენობა. მხარეები შერწყმის პროცესს ერთ წელიწადში დაასრულებენ.
  • ისრაელის კომპანია Tower Semiconductor 2 მილიონამდე ჩიპს აწარმოებს მობილური მოწყობილობებისთვს, ავტომბილებისა და ენერგეტიკული კომპანიებისთვის. Intel-ში აღნიშნეს, რომ კომპანიას ერთ-ერთი საუკეთესო მხარდაჭერის სერვისი აქვს ინდუსტრიაში.
  • გადაწყვეტილება Intel-ის სტრატეგიაში შედის, რომელიც წარმოების გაფართოებაში ინვესტირებას გულისხმობს. კომპანია გვამცნობს, რომ ნახევარგამტარებზე მოთხოვნა იზრდება მსოფლიო დეფიციტის გამო. ამ პრობლემის მოგვარებისთვის Intel ასევე აშენებს ქარხანას ოჰაიოს შტატში, რომელიც შესაძლოა “მსოფლიოში უმსხვილესი ჩიპების საწარმოო კომპლექსი გახდეს”, წერს CNBC.
  • Intel $53 გადაიხდის Tower Semiconductor-ის აქციაში, რაც 60%-ით მეტია ვიდრე მათი ფასი ბირჟაზე. სიახლის გავრცელების შემდეგ მათი ფასი 40$-ით გაიზარდა.
  • 2021 წლის ივლისში Intel-მა დაიწყო მოლაპარაკებები GlobalFoundries-ის შესყიდვის შესახებ $30 მილიარდად.
წინა სტატიარუსი და ამერიკელი დააკავეს აშშ-ში, ეჭვმიტანილნი 4,5 მილიარდი დოლარის ბიტკოინის რეკორდულ ქურდობაში
შემდეგი სტატიაApple-მა შემთხვევით გამოავლინა თავისი მომავალი AR სათვალეების ოპერაციული სისტემის სახელი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი