2020 წლის 17 ნოემბერს მაიკროსოფტმა პროცესორი Microsoft Pluton წარმოადგინა – უსაფრთხოების მიკროსქემა, Windows-ის მომხმარებლებზეა გათვლილი.

საოპერაციო სისტემა Azure Sphere-ის შემუშავების პროცესშია, რომელი Linux-ის კერძო ვერსიაა საგნების ინტერნეტის მოწყობილობებისთვის. ამ სისტემამში კომპანია იყენებს უსაფრთხოების ქვესისტემას Pluton. აღნიშნული ქვესისტემა მოიცავს სპეციალიზებულ პროცესორს, კრიპტოგრაფიულ ძრავას, შემთხვევითი რიცხვების გენერატორსა და გასაღებების იზოლირებულ საცავს. ახლა ეს გადაწყვეტილება მომავალ პერსონალურ კომპიუტერებში იქნება გამოყენებული Windows 10-ის მართვის ქვეშ აპარატულ და პროგრამულ დონეებზე, რაც ცენტრალური პროცესორში იქნება განთავსებული.

მიკროსქემა Pluton მაიკროსოფტმა AMD, Intel და Qualcomm-ის დახმარებით შემქნა. ამ ჩიპში უსაფრთხოების ინსტუმენტები ბირთვშივეა ჩაშენებული.

Pluton შექმნილია უკვე მოძველებული TPM ჩიპების ჩასანაცვლებლად. ახლა TPM გამოიყენება აპარატული კომპონენტების და კრიპტოგრაფიული გასაღებების დასაცავად. ეს ბლოკი ასევე პასუხს აგებს Windows Hello-ს უსაფრთხოებაზე თუმცა დაცვის გვერდის ავლა შესაძლებელია მოწყობილობასთან ფიზიკური წვდომის მოპოვების შემთხვევაში.

Pluton მიკროსქემაში ასეთი შეტევები შეუძლებელი იქნება ცენტრალურ პროცესორში ჩაშენებული მოდულის წყალობით. ახალ სისტემაში ასევე მოწმდება სისტემის ინტეგრულობა და მარტივად იქნება შესაძლებელი მისი განახლება Windows Update-ის საშუალებით.

მაიკროსოფტს არ გაუცხადებია ახალი გადაწყვეტილების გამოსვლის ვადები. კომპანიამ აღნიშნა, რომ Intel, AMD და Qualcomm ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ახალი სისტემა უახლოეს მომავალში გამოვიდეს მათ პროდუქტებში.

მათ ასევე დააზუსტე, რომ Windows-ზე დაფუძნებული კომპიუტერები Pluton-ის მხარდაჭერით TPM-ის ემულაციასაც მოახდენს, რაც ძველ სისტემებთან თავსებადობისთვისაა მნიშვნელოვანი და უზრუნველყოფს BitLocker-ისა და System Guard-ის ფუნქციონირებას.

წინა სტატიაDell Technologies Forum CEE
შემდეგი სტატიაApple M1-ზე Windows-ის მხარდაჭერა Microsoft-ის ინიციატივაზეა დამოკიდებული

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი