IT სფეროში წამყვანი კომპანიის Dell Technologies-ის ფორუმი –   Dell Technologies Forum СЕЕ წელს  26 ნოემბერს, ონლაინ ფორმატში გაიმართება. ღონისძიება ორგანიზებულია კომპანიის მიერ პარტნიორებისა და დამკვეთებისთვის, რათა გაეცნონ ციფრული ტრანსფორმაციის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს. ფორუმზე განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის, მულტი-ღრუბლის, 5G, მანქანური სწავლების თემებს. ასევე მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა კიბერუსაფრთხოებას.

ფორუმზე საუბრის მთავარი თემა იქნება «Accelerating Your Digital Transformation».

ცალკეული თემები შეეხება კომპანიების ონლაინ რეჟიმში მუშაობის ორგანიზებას, როცა თანამშრომლები მუდმივად უნდა იყვნენ ხაზზე.

ღონისძიება ჩატარდება შემდეგი ხუთი სესიის ფარგლებში:

  • General Session & Keynote
  • Flexible IT
  • Digital Workplace
  • Innovating Through Data
  • Local townhall – სპეციალურად მომზადებული სესია რუსულ ენაზე – ქართველი დამკვეთებისა და პარტნიორებისთვის

ესეც მოხსენების თემების არასრული ჩამონათვალი:

  • Intrinsic Security: Why IT Admins MUST Help Defend Against Cyber Attacks
  • The Latest Trends and News from the World of CI and HCI
  • 7 Technology Themes That Will Forever Change Your IT and Business Worlds
  • Mastering Modern Data Management to Innovate with Data
  • Outcomes at the Edge: How Organizations are Transforming
  • Simplify AI with 5 Fundamental Tasks

ფორუმის მომხსენებლები არიან კომპანია Dell-ის ხელმძღვანელები და დარგის ექსპერტები. ფორუმში მონაწილეობის მიღება არის სრულიად უფასო და საჭიროებს მხოლოდ წინასწარ რეგისტრაციას.

  • ტეგები
  • DELL
წინა სტატიაSpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე Crew Dragon-ით რეგულარული მისია შეასრულა
შემდეგი სტატიაMicrosoft-მა უსაფრთხოების ჩიპის სტანდარტი წარმოადგინა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი