ამ კითხვაზე პასუხი აქვს ირინა ვოლკს, კომპანია Dell Technologies-ის გენერალურ მენეჯერს უკრაინასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც საქართველო, ბელორუსია, აზერბაიჯანი, მოლდოვა და სომხეთი მიეკუთვნება.

ირინა კომპანია Dell Technologies-ში 2018 წელს გადავიდა კომპანია „მაიკროსოფტ უკრაინიდან“, სადაც 2014 წლიდან კორპორაციულ კლიენტებთან, პატარა და საშუალო ბიზნესებთან და პარტნიორულ არხებთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორი იყო. ის ეკონომიკური მეცნიერებების კანდიდატია, ინჟინრული ტექნოლოგიისა და კომპიუტერული მეცნიერებების მაგისტრი, ასევე, მიიღო ბიზნეს განათლება Global Executive MBA პროგრამით IE Business School-ში (ესპანეთი).

– ირინა, სექტემბერში 2 წელი გახდა, რაც Dell Technologies-ის ჩრდილოაღმოსავლური კლასტერის საჭე გიპყრიათ, რომელშიც საქართველოც შედის. გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

– დინამიკა და სწრაფი ცვლილებები დამახასიათებელია IT ინდუსტრიისთვის, ამიტომ ორმა წელმა თვალსა და ხელს შუა გაირბინა. საქართველოსთან მხოლოდ Dell Technologies-ში  მუშაობის გამოცდილება არ მაკავშირებს. კარგად ვიცნობ ქართულ ბაზარს და მიყვარს თქვენი ქვეყანა. საქართველო გამორჩეულია კავკასიის რეგიონში. პატარა ბაზრის მიუხედავად, ეს ქვეყანა გაოცებს თავისი ინტელექტუალური პოტენციალით, სპეციალისტების კვალიფიციურობითა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების სიმამაცით. საქართველო IT ვენდორებისთვის მიმზიდველია რთული და საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობების კუთხით.

IT ჩემთვის მშობლიური სტიქიაა, რადგან მას ჩემი კარიერის 20 წელზე მეტი მივუძღვენი. ამ სფეროში შეხება მაქვს ისეთ ინოვაციებთან, რომლებიც ბიზნესსა და ცხოვრებას პროგრესულს ხდიან. იყო შემთხვევები, როდესაც მეჩვენებოდა, რომ ჩემი ინდუსტრიული მიჯაჭვულობა ხელს მიშლიდა დამენახა IT სფეროსთვის არადამახასიათებელი სტრატეგიები და მიდგომები ბიზნესში. ამიტომაც მივმართე Global Executive MBA პროგრამას, სხვა სფეროების გამოცდილება რომ შემესწავლა და ჩემი ბიზნეს ხედვისთვის „სამუშაო ჩაკრები“ რომ გამეხსნა.

რა მოხდა სამუშაო ჩაკრების გახსნის შემდეგ?

– დავრწმუნდი, რომ IT მოწინავე სფეროა. IT-ის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი კომპანიის წარმატება, დარგისა და ზომის განურჩევლად. ჩვენი მიზანი და მისიაა ბიზნესს ჩვენი პროდუქტებითა და გადაწყვეტილებებით ტრანსფორმაციაში დავეხმაროთ.

რა ამოცანების წინაშე დადექით  Dell Technologies-ში გადმოსვლისას?

– კომპანიამ ჩვენს რეგიონში ინვესტირება ზრდის პოტენციალის განსაზღვრის შემდეგ გადაწყვიტა. აქ შედის უკრაინა და მეზობელი ქვეყნები: ბელორუსია, აზერბაიჯანი, მოლდოვა, სომხეთი და საქართველო. Dell Technologies-ში ჩემი მთავარი მიზანი რეგიონში ფოკუსური წერტილების ზრდის სტრატეგიის რეალიზაცია გახდა. გუნდის წინაშე ოპერაციული და სტრატეგიული მასშტაბის  რთული ამოცანების მთელი სპექტრი იყო.

ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში შემავალ ყველა ქვეყანას საკუთარი განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს. უკრაინის ბაზარზე ჩვენი დამკვეთების სეგმენტაციის ევოლუციონირება მოვახერხეთ მათი ამოცანების უფრო ეფექტურად გადასაჭრელად. დსთ-ს ქვეყნების რეგიონში, განსაკუთრებით ჩვენი ბიზნესის განვითარების დონით შედარებით ახალგაზრდა ქვეყნებში, ინვესტიციები ლოკალურ გუნდებში განვახორციელეთ, რაც იყო პირველი ხარისხიანი ბიძგი Dell Technologies პოზიციონირებისთვის, როგორც ლიდერისა enterprise კლასის გადაწყვეტილებების სფეროში და წარმოვადგინეთ პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების ფართო ხაზი. სწორედ ადგილობრივი ქართული გუნდის გამოჩენას ვუკავშირებ მასშტაბური, კომპლექსური პროექტების წარმატებით დასრულებას და მთლიანობაში ჩვენი ბიზნესის განვითარებას.

მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია: ჩვენ ქართული ბაზრის პოტენციალის რეალიზების გაგრძელებას ვგეგმავთ.

Microsoft-ში მიღებული გამოცდილება დამეხმარა გამეგო ყველა ქვეყნის ბაზრის სპეციფიკაცია, მათი მზაობა ციფრული ტრანსფორმაციისთვის. სწორედ ეს მრავალფეროვნება ხდის მუშაობის პროცესს საინტერესოს. ბაზარზე მდგომარეობა მუდმივად იცვლება: მაკროეკონომიკა, გეოპოლიტიკა და არანორმალურად მზარდი კონკურენცია მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. თუმცა ეს ჩემი გაცნობიერებული არჩევანია, რთული და მუდმივად ცვალებადი სიტუაციის მიუხედავად ახალ ადგილას თავს კომფორტულად ვგრძნობ. ამის უმთავრესი მიზეზი Dell Technologies-ის კორპორაციული კულტურაა, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს ღირებულებებთან. ეს შესანიშნავი სტიმულია საკუთარი და მთელი გუნდის ამბიციების რეალიზაციით საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

„მიზნის მისაღწევად ბიზნეს შტორმის დროს ლავირების უნარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პერფექციონიზმი“

ირინა ვოლკი

კომპანია Dell Computer Corporation არსებობის პირველივე დღიდან პირდაპირი გაყიდვების სქემით მუშაობდა. რა სიტუაციაა დღეს ამ მიმართულებით?

– Dell Computer Corporation-ის სამუშაო ქეისი ნამდვილი ქრესტომათიაა. ბევრ ბიზნეს სკოლაში სტუდენტები მაიკლ დელის მიერ შექმნილ ბიზნეს მოდელს სწავლობენ. მისი მთავარი ხიბლი საბოლოო მყიდველის მოთხოვნილების მაქსიმალურად გათვალისწინებასა და დაკმაყოფილებაში მდგომარეობს. ამიტომაც აქ მნიშვნელოვანია არა იმდენად პირდაპირი გაყიდვების მოდელი, რამდენადაც კომპანიის პრინციპი – მაქსიმალურად შეესაბამებოდე კლიენტის მოთხოვნებს.  ავტოსადგომის იმ წარმატებული სტარტაპიდან მოყოლებული კომპანიამ რევოლუციური ცვლილებების მთელი სერია გამოიარა, განსაკუთრებით ბოლო 5-7 წელიწადში.

რამდენიმე სტრატეგიული შეცდომის დაშვების შემდეგ მაიკლ დელმა კომპანიის ყველა აქცია გამოისყიდა და სერიოზულ გარდაქმნას შეუდგა. სწორედ ამ პროცესმა შეუწყო ხელი  Dell Technologies-ის სახელით გაერთიანებული კომპანიების ჯგუფის შექმნას. ამგვარად, 2013 წელს, პრივატიზაციის მომენტიდან, კომპანია კარდინალურად შეიცვალა და ინფრასტრუქტურული და სამომხმარებლო პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების ფართო ხაზის მწარმოებელი გახდა, რომელიც ბევრად ეფექტურად აკმაყოფილებს დამკვეთთა ბიზნეს და IT მოთხოვნებს.

– თქვენ ქართულ ბაზართან მუშაობის გამოცდილება Dell Technologies-მდე გქონდათ. რას ფიქრობთ საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე? რამდენად გაუმჯობესდა მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით?

– თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად პროგრესულები არიან ქართველი დამკვეთები თანამედროვე ტექნოლოგიების კუთხით. ხშირად «best case»-ად მაგალითები ქართული ბაზრიდან მოგვყვას, რადგან რამდენიმე პროექტი ახალი ტექნოლოგიების დასანერგად პირველად სწორედ საქართველოში განვახორციელეთ.  დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ქართული ბაზარი სწორი ტრაექტორიით ვითარდება, რადგან მუდმივი ცვლილებების პირობებში სწორედ ტექნოლოგიები წარმოადგენს გადარჩენისა და განვითარების ინსტრუმენტს. საგულისხმოა,  რომ  საქართველოში როგორც კომერციული, ისე სახელმწიფო სექტორი მოდერნიზაციასა და ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირებისთვის შესანიშნავ მზაობას აჩვენებს.

Dell Technologies ახალ მიღწევებზე ვისაუბროთ. თქვენი პროდუქტებიდან რომლები ამარტივებენ მონაცემებთან მუშაობას და ქმნიან ახალ შესაძლებლობებს მათ სამართავად?

– ყველამ იცის, რომ მონაცემები ფასეული რესურსია. საჭიროა მონაცემების ეფექტური შეგროვება, საიმედოდ შენახვა და სწრაფი დამუშავება სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩვენი კომპანია მონაცემთა მართვისა და ანალიზის ისეთ გადაწყვეტილებებზე ჩამოდის ფსონს, რომლებიც მათთან მუშაობის მთელ ჯაჭვს ამარტივებენ. ამასთან, ბიზნესი გადაწყვეტილების მისაღებად მონაცემებზე სწრაფი წვდომისა და მათი მართვის სისტემურ მიდგომას იღებს. სწორედ ასეთი დაბალანსებული მიდგომა იძლევა ახალი პროდუქტების დანერგვის ან სრულყოფის საშუალებას.

მაგალითად, Dell EMC PowerStore, რომელიც ჩვენი ახალი პროექტია მონაცემთა შენახვის სფეროში, ორიენტირებულია წარმადობაზე, სიმარტივესა და მოქნილობაზე. PowerStore-ის სისტემებს აქვთ მართვის თანამედროვე და მარტივი ინტერფეისი. ამასთან, ისინი უზრუნველყოფენ მრავალდონიან მასშტაბირებას და აჩვენებენ მონაცემთა შეკუმშვის გაუმჯობესებულ კოეფიციენტებს. ახალი ფუნქციონალის სწრაფად დანერგვის საშუალებას PowerStore-ის მიკროსერვერული კონტეინერული არქიტექტურა იძლევა. მონაცემთა დაცვის ინტეგრირებული მექანიზმების ფართო სპექტრი კი პროცესების უსაფრთხოებას ყველა დონეზე უზრუნველყოფს.

Edge და IoT ტექნოლოგიებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მომავლის ტექნოლოგიები. კომპანიები, რომლებიც ახლა იწყებენ მათ გამოყენებას, ფაქტობრივად, ინვესტიციას სამომავლო კონკურენტუნარიანობაში დებენ. მონაცემთა უზარმაზარ მოცულობასთან მუშაობა ფოკუსირებულია ინფორმაციის  სელექციურ შეგროვებასა და დამუშავებაზე პირდაპირ მისი გენერაციის ადგილას. ასეთი ოპერატიული შეგროვება და დამუშავება კრიტიკული ბიზნეს გადაწყვეტილებების ბევრად ეფექტურად მიღების საშუალებას იძლევა.

ახალი გამოგონებების IoT და Edge შეთავსება კომპანიებს ყველაზე თამამი დარგობრივი გადაწყვეტილებების განხორციელების საშუალებას აძლევს. Dell ЕМС PowerEdge სერვერები ეფექტურად ახდენენ სამუშაო პროცესების ოპტიმიზირებას, დიაგნოსტიკასა და პროფილაქტიკურ მომსახურებას. მწარმოებელი გარემოს უწყვეტი მონიტორინგი კი შესაძლოა წარიმართოს ლოკალური IoT მოწყობილობებით, რომლებიც დაკავშირებულნი არიან Dell Edge Gateway-თან.

და დასასრულს IT-ის ქვაკუთხედის – უსაფრთხოების შესახებ. მნიშნელოვანია გვახსოვდეს, რომ მონაცემთა დაცვის სტრატეგია არ უნდა შემოიფარგლოს ცალკეული გადაწყვეტილებებით.  ჩვენ გთავაზობთ გადაწყვეტილებებს დამკვეთების მოწყობილობების დაცვისა და DataDomain-ზე სარეზერვო კოპირების დონეზეც.

რას აკეთებს ახლა Dell Technologies „ჭკვიანი“ მოწყობილობების გამოყენების გაფართოების კუთხით? მოგვიყევით თქვენს პროგრამულ აპლიკაციებზე, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას იყენებს.

– ამ სფეროში ბოლო სიახლეს წარმოადგენს პროდუქტების სერია Dell Optimizer-ით – ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებული პლატფორმით, რომელიც მომხმარებლის მუშაობის სტილს შეისწავლის. სისტემის მუშაობის მუდმივი ადაპტირებით Dell Optimizer-ი უფრო ინტელექტუალური, პერსონალიზირებული და პროდუქტიული სამუშაო  პროცესის შექმნაში გვეხმარება. მაგალითად, ნოუთბუქი Latitude 9510 მშვენივრად გაართმევს თავს პერსონალური ასისტენტის როლს. ეს კომპიუტერი დაწვრილებით სწავლობს მომხმარებლის ჩვევებს და ზრდის პროდუქტიულობას. Latitude 9510 ავტომატურად ბლოკავს ეკრანს, როცა მომხმარებელი არ არის ახლოს, მეტ რესურსს უთმობს ხშირად გამოყენებულ პროგრამებს და უზრუნველყოფს 30 საათამდე მუშაობას დამუხტვის გარეშე

თანამედროვე ჭკვიანი მოწყობილობები რთული დარგობრივი გადაწყვეტილებების განუყოფელი ნაწილია, მაგალითად, „ჭკვიანი ქალაქების“ განვითარების პროექტებში. დროთა განმავლობაში ასეთი პროექტები სულ უფრო და უფრო მეტი იქნება.

– რა როლი აქვს კომპანიას ჰიბრიდულ ღრუბლოვან არქიტექტურაზე აგებულ მულტიღრუბლოვანი IT სტრატეგიის განვითარებაში?

– მულტიღრუბლოვანი გარემო – ეს რეალობაა და ამავდროულად თავისებური გამოწვევა ბიზნესისთვის. დღეს ჰიბრიდული ინფრასტრუქტურის გამოყენება ორგანიზაციების უმრავლესობისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ ეს რიგ სირთულეებსა და გაუთვალისწინებელ პრობლემებს ბადებს: უკონტროლო დანახარჯებიდან და ასეთი ინფრასტრუქტურის მართვის უუანრობიდან დაწყებული, უსაფრთხოების დაუცველობით დასრულებული. ამიტომაც Dell Technologies-ის როლს მხოლოდ ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება არ წარმოადგენს ასეთი გარემოს ეფექტურად მართვისთვის. მნიშვნელოვანია IT რესურსების ღრმა ანალიზიც ბიზნესის გამოწვევების გადასაწყვეტად, მუშაობის სტრატეგიის ოპტიმიზაცია და პროგრამების ევოლუცია  , პრობლემის პრევენციული აღკვეთა და IT დანახარჯების ოპტიმიზაცია.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა VMware Cloud Foundation™ – სფეროში ჰიბრიდული ღრუბლის წამყვანი პლატფორმა. ეს არის ერთიანი ინტეგრირებული გადაწყვეტილება, რომელიც ჰიბრიდული ღრუბლის შექმნის მნიშვნელოვნად გამარტივების საშუალებას იძლევა. VMware Cloud Foundation™ წარმოადგენს პროგრამული მომსახურების სრულ ნაკრებს გამომთვლელი რესურსების, საცავის, ქსელის, უსაფრთხოების სისტემისა და ღრუბლის მართვისთვის.

VMware Cloud Foundation™-ის ავტომატიზირებული მართვისა და პროცესების ინტელექტუალური მენეჯმენტის წყალობით მონაცემთა დამუშავების ცენტრის დაგეგმვის, მართვისა და მასშტაბირების პროცესში ხარვეზების აცილებაა შესაძლებელი.

ბოლო თვეები ბიზნესისთვის სერიოზულ გამოცდად იქცა მთელ მსოფლიოში. ბაზარზე ადგილის შესანარჩუნებლად ბიზნესმენები შეუპოვრად ეძებდნენ და კვლავ ეძებენ პერსონალის უსაფრთხო დისტანციური მუშაობის ორგანიზებისთვის ეფექტურ გზებს. დისტანციური სამუშაო ადგილისთვის რომელი პროდუქტები არის ახლა აქტუალური ქართული და მსოფლიო ბაზრისთვის?

– ეფექტური დისტანციური სამუშაო ადგილის შექმნა ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის ჩვენეული ხედვის ერთ-ერთი ელემენტია. კომპანიის თანამშრომლების მეოთხედი შინიდან  უკვე 2019 წლის ბოლოსთვის მუშაობდა.

დისტანციურად მუშაობა ახალი ნორმა ხდება სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის. სამწუხაროდ, ეს არც ისე მარტივია, როგორც ჩანს, რადგან კომპანიისგან არა მხოლოდ მატერიალურ ინვესტირებას, საქმის სწორად ორგანიზებასაც მოითხოვს. ამიტომ Dell Technologies ინვესტიციას სამუშაო პროცესების რესტრუქტურიზაციის დაჩქარებასა და უსაფრთხოებაში ახორციელებს. ამ მიზნით გადაწყვეტილებების კომპლექსი Unified Workspace შეიქმნა. იგი ამარტივებს ინტეგრაციის, მართვის, დაცვისა და ღრუბელთან დაკავშირებული სამუშაო მოწყობილობების მხარდაჭერის პროცესებს. უწყვეტი კავშირი, მონაცემთა უსაფრთხოება და გამარტივებული ავტომატიზირებული მართვა თანამშრომელთა ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებლად სამუშაო ამოცანებზე კონცენტრირების საშუალებას იძლევა.

Dell Technologies რომელი პროდუქტები გეხმარებათ პირადად თქვენ თქვენი სამუშაოს ორგანიზებაში?

– Dell-ის ნოუთბუქით Dell Technologies-ში გადმოსვლამდეც ვსარგებლობდი. ნოუთბუქი უკვე დიდი ხანია, რაც პირადი პროდუქტიულობის საფუძველს წარმოადგენს. ამჟამად Latitude 7400-ით ვსარგებლობ და ძალიან კმაყოფილი ვარ. შემოდგომაზე, ტრადიციულად, ახალი მოდელის გამოსვლას ველოდებით. ახალი მოწყობილობების გამოცდა მიტაცებს. როგორც ცნობისმოყვარე გენერალური მენეჯერი, ხშირად ვსტუმრობ ჩვენი დაკმვეთების სერვერებს, ვაკვირდები ჩვენი პროდუქტების მუშაობას რეალურ ცხოვრებაში – ეს ენით აღუწერელი შეგრძნებაა. ადამიანურ პროგრესს ხელი ახალი ტექნოლოგიებით შეუწყო რთულია, მაგრამ საინტერესოც.

  • ტეგები
  • DELL
წინა სტატიაAMD Radeon RX 6000 სერიის ვიდეობარათები
შემდეგი სტატიაCyberpunk 2077 კიდევ ერთხელ გადაიდო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი