Apple-ის ARM პროცესორზე Windows-ის დაყენების შესაძლებლობის არქონა კიდევ ერთი პრობლემა გახდა M1 პროცესორის მოხმარებლებისათვის. Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულების ხელმძღვანელმა კრეიგ ფედერიგიმ აღნიშნა, რომ ახლა ყველაფერი Microsoft-ზეა დამოკიდებული.

Apple-ის M1 პლატფორმაზე აგებული არც ერთი კომპიუტერი ჯერ-ჯერობით არ არის თავსებადი Parallels-თან ან Boot Camp-თან თავსებადი, რაც Windows-ის გაშვების საშუალებად ითვლებოდა Intel-ის პლატფორმაზე. ამავდროულად ფედერიგი ამტკიცებს, რომ მაიკროსოფტმა უნდა იზრუნოს მისი მოხმარებლებისთვის Windows-ის მხარდაჭერაზე.

ახლა ეს უკვე რეალურად მაიკროსოფტის ამოცანაა. ჩვენ უწვე წარმოვადგინეთ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები, რომელბიც საშუალებას მისცემს Windows-ის ARM ვერსიას იმუშაოს მაკზე. გარდა ამისა არის საშუალება გავუშვათ X86 აპლიკაციები. ახლა უკვე მაკროსოფტის ჯერია, რომელმაც უნდა მოახდინოს თავისი ტექნოლოგიის ლიცენზირება მაკის მომხმარებლებისათვის. რაც შეეხება კომპიუტერებს, ისინი მზად არის ინსტალაციისთვის” – განაცხადა ფედერიგიმ

არის ინფორმაცია, რომ კომპანია Parallels უკვე მუშაობს საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის ახალ პროცესორებზე პორტირებაზე, თუმცა Micrsoft-ის ლიცენზიის გარეშე ამის გაკეთება მაინც შეუძლებელი იქნება.

წინა სტატიაMicrosoft-მა უსაფრთხოების ჩიპის სტანდარტი წარმოადგინა
შემდეგი სტატიაინჟინერმა ახალი ტიპის, უფრო ეფექტური ველო-ბორბალი გამოიგონა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი